თბილისის ობსერვატორია

0
ისტორიული წყაროების მიხედვით, თბილისში პირველი ობსერვატორია მეათე საუკუნეში აუგიათ. არაბი გეოგრაფის ალ-სტახრის ცნობით, ობსერვატორია 930 წელს ნარიყალაზე აუშენებიათ. 1837 წელს, ნარიყალაზე მოეწყო პირველი მაგნიტურ-რეზონანსული ობსერვატორია, რომელიც მოგვიანებით, 1861 წელს, დღევანდელი დ. აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ გადაიტანეს. ასტრონომიული კვლევები ობსერვატორიაში 1869 წელს შეწყდა, როდესაც ობსერვატორიის დირექტორი, იმ დროისთვის ცნობილი ასტრონომ-მეტეოროლოგი და მაგნიტოლოგი არნოლდ მორიცი საქართველოდან წავიდა. ობსერვატორიის საარქივო მასალა გვიამბობს, რომ აღნიშნულ ობსერვატორიაში 1899 წლის 28 დეკემბერს მუშაობა დაუწყია იოსებ ჯუღაშვილს. შენობა მდებარეობს დ. აღმაშენებლის გამზირი 150, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოპირდაპირედ.
#ისტორია
#საინტერესოამბები
#თბილისურიამბები
#ფოტო
#ობსერვატორია
0