იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
1432 Views
Headline
Tbilisi · 6 months ago

იტალიაში, ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. მოქალაქე ამჟამად რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გაავრცელა.

"იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა", — წერია უწყების განცხადებაში.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

#news #coronavirus
Headline
Tbilisi · 6 months ago
13
Write a comment