„თიბისი“ მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

0
„თიბისი“ მომხმარებლებს ურჩევს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით. „თიბისი ბანკის“ ცნობით, არსებობს რამდენიმე უნაღდო გადახდების საშუალება იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავიდან აიცილოს ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები. ესენია: Wallet - თიბისი ვოლეტი / Apple Pay; სამაჯურით გადახდა; ფეი სტიკერით გადახდა; ბარათით გადახდა; QR კოდით გადახდა. მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს ასევე შეუძლია დისტანციურად მიიღოს საბანკო მიმსახურებები. „ამასთან შესაძლებელია დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები: შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები დისტანდიურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე; ფილიალში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ან მობაილბანკიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მობილურის ან საბანკო ანგარიშის ნომრით; შეგიძლიათ დისტანციურად გახსნათ ანაბარი ან აიღოთ სესხი მობაილბანკის და ინტერნეტბანკის გამოყენებით; მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი მობაილ ან ინტერნეტბანკში; სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ პარკირების საშვი ან მიიღოთ ინფორმაცია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე და გადაიხადოთ მობაილ და ინტერნეტბანკიდან; შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით მობაილ და ინტერნეტბანკში; თი ბოტის დახმარებით შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელად; თი ბოტი, ისევე როგორც ქოლცენტრი, დაგეხმარებათ კითხვების არსებობის შემთხვევაშიც; მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ ამ ეტაპზე, მომსახურება ჩვეულ რეჟიმში, შეუზღუდავად მიიღონ და სურვილის შემთხვევაში, ეწვიონ „თიბისის“ ნებისმიერ ფილიალს, სადაც რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ.
#news
#tbcbank
#coronavirus
0