რუჯი და კანის დამწვრობა-დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას რჩევები

0

არსებობს თუ არა “უსაფრთხო გარუჯვის”ცნება?

-უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს. მრავალი სამეცნიერო მტკიცებულების მიხედვით, ულტრაიისფერი სხივები ზოგადად ადამიანის ორგანიზმსა და სხვადასხვა ორგანოს სერიოზულ ზიანს აყენებს. მთელი ცხოვრების მანძილზე, მზის დამწვრობის თუნდაც ერთი ეპიზოდიც კი კანის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე აღსანიშნავია, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანი ნაადრევად ბერდება. ზოგიერთი დაავადების დროს, (მაგ: რაქიტი, პოსტ-მენოპაუზური ოსტეოპოროზი, სეზონური აფექტური აშლილობა) ექიმები პაციენტებს D ვიტამინის მისაღებად მზის აბაზანებს უნიშნავენ

დღის რა პერიოდში შეიძლება უსაფრთხო მხის აბაზანების მიღება?

-მზეს განსაკუთრებით 12.00სთ-დან 16.00სთ-მდე პერიოდში უნდა მოვერიდოთ. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელად ვატაროთ ფართოფარფლებიანი ქუდი, რომელიც ჩვენს სახეს და კისერს მზის სხივებისგან დაიცავს.

როგორ და რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი?

-მზისგან დამცავი რუჯის მიღებამდე 30 წუთით ადრე უნდა წავისვათ კანზე. მისი განმეორებითი მოხმარება ასევე რეკომენდირებულია წყალთან ყოველი შეხებისა და გარუჯვიდან 2 საათის გასვლის შემდეგაც.
#news
#opinion
#health
#forhealth
#healthylife
#sun
#behealthy
Tbilisi
0