ტრაგედია, რომელმაც მთელი თბილისი შეძრა

0
აქ ერთ დროს, ბილეთების შეძენაზე რიგები იდგა, შენობა სავსე იყო ვიზიტორებით, როგორც ძველი თბილისელები იხსენებენ, რიგები კარებიდან იწყებოდა ხოლმე. საბაგიროს დღეში ათასობით მგზავრი გადაჰყავდა მანამ, სანამ მოულოდნელმა ტრაგედიამ მთლიანად ქალაქი არ შეძრა. საბაგირო 1953-58 წლებში ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით აიგო, უშუალოდ მგზავრების მომსახურებას კი 1959 წლის 1 მაისიდან იწყებს. 1987 წელს საბაგიროს იწყება საბაგიროს რეკონსტრუქცია, რომლის პროექტიც კვლავ ვახტანგ ლეჟავამ მოამზადა. თუმცა, როგორ მოგვიანებით ირკვევა, განახლების დროს მომუშავეებმა შემუშავებულ გეგმას გადაუხვიეს. ქართული ოვალური კაბინები, იტალიურმა მართკუთხა კაბინებმა ჩაანაცვლა. საბოლოოდ, საბაგიროს ქართველმა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს ახალი კაბინების საავარიო სამუხრუჭე სისტემის დარეგულირება და მოქმედებაში მოყვანა. ამის მიუხედავად, უმოქმედო მუხრუჭებით საბაგირო მაინც ჩაეშვა ექსპლოატაციაში, რომელთა გამართულობის შემთხვევაში, მსხვერპლის თავიდან აცილება გარანტირებული იქნებოდა. პროექტის ავტორს, საბაგიროს მიღება-ჩაბარების აქტისთვის ხელი არასდროს მოუწერია. შენობის პროექტი მ. ჩხიკვაძესა და კ. ჩხეიძეს ეკუთვნის. ის საბჭოთა კლასიკურ-მონუმენტალური სტილის არქიტექტურის ტიპიური მაგალითია. შენობა ოვალური ფორმისაა. უზარმაზარი, შემინული თაღების რიგს ზემოდან უფრო მცირე ზომის, მეორე, ღია თაღების რიგი ადგას. მოსაპირკეთებლად გამოყენებული ყვითელი ფერი, რომელიც ქვემოდან ზემოთ ღიავდება და თეთრში გადადის. კედლებზე პანდუსებიანი ასასვლელებია მიბჯენილი და გალავანივით არტყავს მას. შენობა ნათელია და იმდენად დიდ სივრცეს მოიცავს, რომ თავი მუზეუმში გეგონება. მართლაც მუზეუმია, მუზეუმი ტრაგედიის, საბჭოთა გარდამავალი პერიოდისა და თავისუფლების. დღეს შენობას იერი შენარჩუნებული აქვს, მაგრამ ძალიან დანაგვიანებულია, შუშები მოხატული, მოაჯირები კი დაზიანებული აქვს. თუ კულისებშიც შეიჭყიტავთ ნახავთ, რომ ფანჯრები ჩამტვრეულია და იატაკი ჩამტვრეულია, ტრაგედიის კვალიც ეტყობა. 1990 წელი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. უბედური შემთხვევას 19 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, 42 კი დაშავდა. წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, წითელი კაბინა ნომერი 1 კი რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა სადგურს უახლოვდებოდა როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა. ორივე კაბინა პარალელურად დაგორდა. ქვევითა კაბინა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა. ზევითა კაბინამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო. ქვედა საყრდენთან ვაგონის ქურო და ურიკა დაკონწიალებულ კუდის ბაგირსა და საყრდენის გორგოლაჭებს ძლიერად შეეჯახა, დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კუდის ბაგირმა კაბინა ორ ნაწილად გახლიჩა. ბაგირზე შერჩენილმა გაგლეჯილმა კაბინის ნახევარმა დაგორება განაგრძო და 6 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავთან გაჩერდა. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები ამ შენობის სახურავზე, მის ეზოში და დაკიდებულ ბაღებზე ჩამოცვივდნენ. 15 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. ავარიის დღეს, ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ზემოთ მიმავალში 47.
#მთაწმინდისსაბაგიროსტრაგედია
#საბაგირო
#მსხვერპლი
#tbilisidaily
0