საქართველო და ქართველები, წარსული და დღევანდელობა

0
მოგეხსენებათ საქართველომ უკვე 30 წელია რაც დაიხსნა თავი კომუნისტური წყობიდან, რომელიც დაფუძნებული იყო სრულ უმეცრებაზე, თუმცა რა დაგვრჩა იმ საბჭოთა საქართველოდან და რა შევიძინეთ თავისუფლებისას? ერთი კითხვის პასუხია არაფერი და მეორე კითხვის პასუხიც იგივეა. საბჭოთა კავშირის ნგრევით ნოსტალგირებულმა კრიმინალურმა სამყარომ, ელიტალურ სამყაროსთან ერთად ჯერ კიდევ დასაბამიდან ჩაკლა საქართველოს ერთიანობის და კავკასიის თავისუფლების იდეა, მხოლოდ იმისთვის, რომ თავად ჩაეგდოთ სათავეები ხელში, მოიშორეს საქართველოზე შეყვარებული პრეზიდენტი და მისი თანამოაზრეები. რუსეთის კაგებეს შეფიცულმა ქართველთა ნაწილმა კი შექმნა "მხედრიონი", თითქმის ყველა კუთხეში მათი მიზანი კვლა და ძარცვა გახლდათ, რასაც ქვეყნის დაყოფა უნდა მოჰყოლოდა, შემდეგ კი რუსეთი უნდა მოსულიყო შემრიგებლისა და გადამრჩენელის როლში, თუმცა თავიანთი საქმეების არევამ ხელი შეუშალათ საბჭოთა კავშირის სწრაფვადვე აღდგენაში. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს (დროებით) დაკარგვამ და ომებმა ქვეყანას მოუტანა ეკონომიკური კრიზისი, ნახევარ მილიონამდე დევნილი და შეფერხება განვითარებაში, თუმცა ამას ემატება ათასობით დაკარგული ქართველის სიცოცხლე, ომებში კი ნამდვილი პატრიოტები მიდიან, შესაბამისად ან გადარჩებიან ან იღუპებიან, ქედმაღალი და გაბატონებული პოლიტ და ბიზნეს ელიტა კი მხოლოდ საფლავებზე ყვავილების მიტანით შემოიფარგლება, (ისიც კამერების წინ.) ბოლო ათწლეულებია რაც საქართველომ დააღწია თავი ერთ უბედურებას და მიექანება მეორე უბედურებისკენ, რასაც ერის გამოფიტვა და გაქრობა ჰქვია და უკვე რამდენი ხანია აღარ ფასობს აღარაფერი ქართული, თუმცა აქ იმაზე მეტად რომ უცხოელი არ აფასებს საქართველოს, საწყენია ის, რომ თავად ქართველთა ნაწილი არ აფასებს თავის სამშობლოს. თუ ოდესღაც ქართველი სხვა ქვეყნის სილამაზეზე არ გაცვლიდა თავის კლდეებს, ახლა უმეტესს გაქცევა ჩაუფიქრია. დღევანდელი პოლიტ ელიტა მომართულია მატერიალური კეთილდღეობისკენ და უცხოა მათთვის ადამიანობა, როგორც ბიზნეს და საბანკო ელიტისთვის, მათი მთავარი მიზანი ყველაფრის ფასად ფულის შოვნაა თუნდაც ფულის შოვნის გზა სინდისზე გადიოდეს. სწორედ ეს პოლიტ და ბიზნეს ელიტა ქმნის საქართველოს დღევანდელობას, დღევანდელობას, რომელშიც უზენაესი ისაა ვისაც მეტი ფული აქვს და არა ყველა მოქალაქე ქონებისდა მიუხედავად, ზუსტად ამ ხალხმა მოიტანა ყველაფერი ის რაც ცუდია ქართველებში. ქვეყანა რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იღუპებოდნენ დაამცირეს, რწმენა რომელიც იყო გამარჯვების და ერთობის საწინდარი დასაცინად გახადეს, მხოლოდ იმიტომ რომ იქ დასავლეთშიც და ჩრდილოეთშიც კმაყოფილები დარჩნენ. ებრძვიან ყველაფერს რაც განგვასხვავებს და აღვამაღლებს სხვა ერებისგან.
#blogs
#საინტერესო
#პოლიტიკა
#წარსულიდააწმყო
0