ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება

0
დღეს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბოტანიკური ბაღის დირექტორ თამაზ დარჩიძესა და ბოტანიკური ბაღების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად მიიღო. „ახალი ბოტანიკური ცენტრი ხელს შეუწყობს ბაღის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გაძლიერებას, კოლექციებისათვის საინტერესო სახეობების გამრავლებას და იმ მისიის შესრულების უზრუნველყოფას, რაც გააჩნია ბოტანიკურ ბაღს ქვეყნის და მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვის წინაშე“, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ. ახალი ბოტანიკური ცენტრი ლაბორატორიულ და ადმინისტრაციულ ფუნქციებს გააერთიანებს. როგორც ცნობილია, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „აგაჰ გრუპი“ შეასრულებს. პროექტი 2021 წელს დასრულდება და მასზე 2.7 მილიონი ლარი დაიხარჯება.
#ბოტანიკურიბაღი
#ახალიცენტრი
#კახაკალაძე
#tbilisidaily
0