90-იანი წლების სტაგნაციის შემდგომ თანამედროვე ქართული კინო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რამაც მის მიმართ ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი. ამის პარალელურად, გაჩნდა მსახიობთა ახალი თაობა, რომლის არაერთმა წარმომადგენელმა არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კინოინდუსტრიაშიც ჩაწერა საკუთარი სახელი და მიიპყრო საერთაშორისო მაყურებლის ყურადღება.
ქართული კინოს კიდევ ერთი აღმოჩენა ირაკლი კვირიკაძეა. მაყურებლებმა იგი რეზო გიგინეიშვილის ფილმით „მძევლები“ გაიცნო. მან გეგა კობახიძის როლი შეასრულა, რამაც დიდი წარმატება მოუტანა და 2018 წელს 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობთა შორისაც კი მოხვდა. ირაკლი კვირიკაძე პირველი ქართველი მსახიობი აღმოჩნდა, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის Shooting Stars -ის ჯილდო გადაეცა.
მსახიობისთვის , , მძვევლები” შესანიშნავი სტარტი აღნოჩნდა საერთაშორისო კინოკარიერის დასაწყებად. ირაკლიმ მონაწილეობა მიიღო რეჟისორ სემ ლიტოვჩინის მოკლემეტრაჟიან ფილმში , , The Passanger”, სადაც მთავარი როლი შეასრულა. მსახიობი ვენის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზეც კი წარადგინეს.
ირაკლი კვირიკაძე ევროპულ წარმატებას არ დასჯერდა და მან გზა ჰოლივუდისკენაც გაიკვალა - მონაწილეობა მიიღო ფილმში , , Now Is Everything”, სადაც ახალგაზრდა ქართველ მსახიობს პარტნიორობა მსოფლიო კინოვარსკვლავმა, ენტონი ჰოპკინსმა გაუწია.
ირაკლი უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და უფრო მასშტაბური წარმატებებისთვის ემზადება.
#ირაკლიკვირიკაძე
#მძევლები
#
, , The Passanger”
#ამომავალივარსკვლავი
#tbilisidaily