სუპრემოს საწებელში, Waime-სა და ხათოს აჯიკის ნიმუშებში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა

0
არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 36 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან 3 ნიმუშში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა. სურსათში "სუდანის" ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მათი თქმით, ნიმუშები გერმანიის ლაბორატორია ევროფინსში (ლატვიის ლაბორატორია BIOR-ის შუამავლობით) სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად გაგზავნეს. შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. დარღვევა აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში: "ხათოს აფხაზური აჯიკა"; აჯიკა Waime! (ვაიმე); ტომატის საწებელი ცხარე "სუპრემო". "სუდანის" ჯგუფის საღებავებს მეწარმეთა ნაწილი იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
0