სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი ,,იბერიის'' საქმეზე დამნაშავედ ცნო

0
თბილისის საქალაქო სასამართლომ „იბერიის“-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ადეიშვილს 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, მას დამატებით სასჯელად 2.3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს კი 40 ათასლარიანი ჯარიმა განესაზღვრა. გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის იანვრის თვეში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.
#საქალაქოსასამართლო
#ზურაბადეიშვილი
#ტვიბერია
#ომეგა
0