"ჩინური წარმოების მასხარები ბორჯომის მუზეუმში."

0
ბორჯომის მხარეთმცოდნოების მუზეუმი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მუზეუმში დაცულია ათასობით ექსპმონავტი. ცხადია, ყველა მუზეუმსა თუ საგამოფენო სივრცეს დამახასიათებელი და პოპულარული ექსპონავტები გააჩნია. ამ ასპექტში მუზეუმი მრავალფეროვანი ჩამონათვალით გამოირჩევა. ქალაქის გულში, 1938 წელს აგებულ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, "ჩინური მასხარები" დამთვალიერებლის თვალისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვევებში, შეუმჩნეველი არასოდეს რჩება. რომანოვების კოლექციიდან მუზეუმში დაცულია ჩინელი წყვილის - მამაკაცისა და ქალის მჯდომარე ფიგურები. ისინი ფერადოვან, მცენარეული მოტივებით დაფარულ სამოსში არიან ჩაცმულები, ფეხმორთხმით სხედან ერთმანეთის გვერდით. მათი ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანია ხელებისა და თავების მოძრაობა. ასეთი დინამიური მცირე პლასტიკის ნიმუშებიც მეისენის სკოლის გამორჩეული ნაწარმი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელს ევროპაში.
#borjomi
#art
#funny
#visitmuseum
#historical
Borjomi
0