ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა

0
რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული 1 თვიანი აუქციონი დღეს დასრულდა. აუქციონი ჩაიშალა, რადგან რიყის დოქების ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ რიყის დოქების გაყიდვის მიზნით ელექტრონული აუქციონი 5 თებერვალს გამოცხადდა. ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო. გარდა ამისა, ინვესტორს 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
#რიყისდოქები
#თბილისისმერია
#აუქციონი
#ინვესტორი
#tbilisidaily
0