"ფირუზისფერი სახლის სასიყვარულო საიდუმლოება"

0
1892 წელს მირზა რაზა ხანის ბრძანებით ბორჯომში, დღევანდელი ცენტრალურ ისტორიული პარკის შესასვლელთან, ფირუზისფერი მოკაშკაშე სახლი ააგეს. ფსევდომავრიტანული არქიტექტურული სტილის ნაგებობის მხატვრულ არქიტექტურულ ღირებულებას ირანული, ევროპული და ქართული ხელოვნების სინთეზი განსაზღვრავს და გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს საერო დანიშნულების ნაგებობათა შორის. შენობა შემკულია სპარსული სამოქალაქო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეკორატიული მოხატულობით, ძერწული თაბაშირის ორნამენტებით, სარკის ინკრუსტაციით, ფერადმინიანი ხის ვიტრაჟებითა და ხის აჟურული დეტალებით, რაც საქართველოში იშვიათად გვხვდება. შენობის ცენტრალურ ფასადზე გვხვდება წარწერა: "1300-დან ცხრა წელი იყო გასული, როცა ამ პატარა სახლსა და ბაღს ფირუზე უწოდეს. ის მირზა რეზა ხანის სახსოვრად დარჩა" წარწერის მიუხედავად, ადგილობრივებში არსებობს სასიყვარულო მოტივებით შემორჩენილი ლეგენდა, რომელიც ცხადია არაოფიციალურია, მაგრამ პოპულარობით დღესაც სარგებლობს. ლეგენდის თანახმად შეყვარებულ მირზა ხანმა სახლს "აღქმული სამოთხე" უწოდა და ის საყვარელი ქალის საპატივცემულოდ, საჩუქრად ააშენებინა.
#ფირუზა
#ბორჯომი
#ირანი
#სიყვარული
#ისტორია
Borjomi
0