სიკვდილით დასჯა ნარკოდანაშაულისთვის

0
ე.წ. აფხაზეთის მთავრობა ნარკოტიკების შემოტანა-გავრცელებისთვის ზომებს ამკაცრებს. აფხაზეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ნარკოტიკების გასაღებისთვის სიკვდილით დასჯის ან სამუდამო პატიმრობის შესახებ. აფხაზეთის პარლამენტის სახელმწიფო სამართლის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი აგრბა იმედოვნებს, რომ კანონის გამკაცრება აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პროცესს მკვეთრად შეაჩერებს. ახალი კოდექსის თანახმად, ასევე იკრძალება ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული პირის ვადამდე გათავისუფლება. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა ეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც ნარკოტიკული თრობის დროს მართავენ სატრანსპორტო საშუალებას. ამ დანაშაულისთვის სასჯელი ითვალისწინებს 600 000 რუბლის (9 000 დოლარის) ოდენობით ჯარიმას და ერთი წლით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას. ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო გავრცელებისთვის აფხაზეთის პარლამენტში სპეციალური კომისია 2017 წელს შეიქმნა. სწორედ ამ კომისიის ფარგლებში მომზადდა კანონპროექტი. აღნიშნული კანონი ძალაში ოფიციალურად 2020 წლის 1 მარტს შევიდა. დღევანდელი რეგულაციით, კოდექსი ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელის ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#სოხუმი
#აფხაზეთი
#საქართველო
#პოლიტიკა
#რეგულაცია
#ნარკომანია
#ნარკოტიკი
#სასჯელი
#sokhumidaily
0