მეტრო სადგურების მთავარი პრობლემა:ურნების არ არსებობა თბილისის მეტროში!

0
თბილისში ყოველდღიურად 177 394 ადამიანი მეტროთი გადაადგილდება. კოლოსალური რიცხვების მიუხედავად, თბილისის მეტრო არ არის უზრუნველყოფილი მინიმალური ნაგვის ურნებით, შესაბამისად ხშირად გვხვდება დაბინძურებული დასაჯდომი ზონები(ნუ რა თქმა უნდა სადაც არის), რაც მეტროპოლიტენით მგზავრებისთვის უდიდეს დისკომფორტს იწვევს.პრობლემა რომ ცხადზე ცხადია ფაქტია , თუმცა, რამდენად რეაგირებს სატრანსპორტო კომპანია მსგავს პრობლემაზე -მეორე.სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან არანაირ რეაგირებას არ აქვს ადგილი , მეტრო სადგურის ერთ-ერთმა მომხარებელმა პეტიციაც კი შეადგინა , თუმცა , მის პეტიციას არ მოყვა დიდი გამოხმაურება, თუმცაღა პეტიციის ქვეშ ერთ-ერთმა მოქალაქემ შემდეგი კონტრარგუმენტით მიმართა: , , არ დაიდგმება, რადგან დაუცველი ხდება ადამიანის სიცოცხლე გაცილებით მეტად. ნაგვის ურნებში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩაგდება ძალიან ადვილია, ისე, რომ იგი ვერავინ დააფისქიროს დროულად და ამას მოყვება უამრავი ადამიანის სიკვდილი. უაზრო მოთხოვნაა, აშკარად არ იცით რა საფრთხესთანაა კავშირში, , - ამ ყველაფრის პარალელურად ევროპის, აზიის თუ ჩრდილოეთ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში არის მეტროსადგურებში ურნები.იმის მიუხედავად , რომ საფრთხე ნამდვილად არსებობს, ტერორისტული აქტის შემთხვევაში რეაგირება ძალიან რთული იქნება ყველა შემთხვევაში , რადგან მეტრო სადგურები ისედაც არ არის ძლიერი თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფილი, მხოლოდ ორი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იცავს რეგულარულად მეტროს ზედა და ქვედა ტერიტორიას , ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ინციდენტის დროს საპატრულო სამსახურის სიდუხჭირის გამო , ინციდენტის ესკალაცია გაჭიანურდა , ამის მიუხედავად უნდა დავაფასოთ ამ ადამიანების ღვაწლი, თუმცაღა საუბარი იმაზე, რომ თუ ურნები არ იქნება საფრთხე არიდებულია- ნამდვილად სუსტი არგუმენტია. ეს აზრი დიდი ხანია აწუხებს სოციუმს, რომელიც მეტროთი მგზავრობს და ბოლოს , მეტრო სადგურებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ თქვენ ? P.S ვისაც გსურთ პეტიციის ნახვა ჩავაგდებ პირველ კომენტარში.
#news
#photo
Tbilisi
0