ჩხოროწყუში, ხანძრის ჩაქრობას ხელს ქარიც უშლის

0
? ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მუხურის მიმდებარედ, ფერდობზე ხანძარი, დაახლოებით, 10-12 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლი ხემცენარეებს უკიდია. ? როგორც ახლომდებარე სოფელში მცხოვრებმა "ჯგალი ნიუსს" განუცხადა, ცეცხლი ნელ-ნელა დასახლებული პუნქტს უახლოვდება. მისივე თქმით, ცეცხლის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს. ? ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
0