90-იანი წლების სტაგნაციის შემდგომ თანამედროვე ქართული კინო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რამაც მის მიმართ ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი. ამის პარალელურად, გაჩნდა მსახიობთა ახალი თაობა, რომლის არაერთმა წარმომადგენელმა არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კინოინდუსტრიაშიც ჩაწერა საკუთარი სახელი და მიიპყრო საერთაშორისო მაყურებლის ყურადღება.
ჰოლივუდში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მსახიობი გიორგი აგიაშვილი მოღვაწეობს, რომელიც ჯორჯ ფინის ფსევდონიმითაა ცნობილი. იგი რეჟისორ დავით აგიაშვილის ვაჟია. პოპულარობა ფილმ „ლოლაში“ ჩადის როლის შესრულებით მოიპოვა. სურათში ქართველმა მსახიობმა ჰოლივუდის ისეთ ცნობილ მსახიობებთან ითამაშა, როგორებიც დემი მური და მაილი საირუსი არიან. მოგვიანებით ჯორჯ ფინი არაერთ სერიალში გადაიღეს, მათ შორის ყველასათვის ცნობილ „მენტალისტშიც“.
ამერიკულ კინოინდუსტრიაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველის, თემო მელიქიძის სახელს იცნობენ. იგი ბელგაიაში გაიზარდა, მოგვიანებით კი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ამ დროიდან დაიწყო თემო მიქელაძის ჰოლივუდური აღმასვლა. 2017 წელს ცნობილ ბლოკბასტერში , , პატრიოტის დღე” გადაიღეს, სადაც ჩეჩენი ტერორისტის, თამერლან ცანაევის სახე შექმნა. თემო მიქელაძე დღესაც ლოს-ანჯელესში აგრძელებს მოღვაწეობას.
#კინო
#ჰოლივუდი
#ჯორჯფინი
#თემომიქელაძე
#კინოფესტივალი