ამ დორისთვის კლინიკაში ვირუსული ინფექციის ნიშნით 24 პირია მოთავსებული, მათ შორის ორი წუხელ ღამით შიყვანეს.
„24 პირიდან 9-ს კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა. 8 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მე-9 პირის კი - უკეთესი. 4 ადამიანს დღეს აუღებენ ანალიზს, დანარჩენი 9 პირი კი ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაშია გადანაწილებული“, - განაცხადეს კლინიკაში.
6 ადამიანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. 6-ვე პირი იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ.
დაინფიცირებულები ორი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის, ერთი ოჯახიდან მამა-შვილი და მეორიდან კი 4 ადამინი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.
#კორონავირუსი
#იტალია
#თბილისი
#მოგზაურობა
#ახალიშემთხვევა
#ინფიცირებული
#tbilisidaily