ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების კუთხით
1390 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

დღეს, ინფექციის გავრცელების კუთხით, ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია და იაპონია

დღევანდელი მონაცემებით ინფექცია 85 ქვეყანაშია გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ შემთხვევები განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს სამხრეთ კორეაში - 5 ათასზე მეტი, ირანსა და იტალიაში კი 3 ათასს აღემატება, იაპონიაში 300-მდეა, გერმანიასა და საფრანგეთში 2 ასეულს მიუახლოვდა, დანარჩენ ქვეყნებში კი რამდენიმე ათეული შემთხვევაა დაფიქსირებული.

იმის გამო, რომ ჩინეთს გარეთ, დაახლოებით 15 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული და დაინფიცირების რისკები მაღალია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

#კორონავირუსი #მოგზაურობა #მაღალირსიკისმქონექვეყნები #გადადებულიმოგზაურობა #შეჩერებულიფრენები #რეკომენდაციები #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
14
Write a comment