რატომ ვარ საინტერესო შენთვის?

0
მოგესალმები?? შენ ვინც ახლა ამას კითხულობ დიდ პატივისცემას იმსახურებ ჩემგან. რატომ? იმიტომ რომ პირველ ქართულ გამართულ და ამავდროულად ძალიან საინტერესო პლატფორმაზე იმყოფები. სანამ აქ აქტიური გავხდები ორი სიტყვით მოგიყვები ჩემს შესახებ. მე სალომე ვარ, 20 წლის სტუდენტი თბილისიდან. 14 წლის რომ ვიყავი გავვარდი და მუშაობა დავიწყე. ძალიან ბევრ პროფესიას მივედ-მოვედე და მოვედი აქამდე. დღეს ვარ პროექტი Salien რაც მოიცავს დიჯეის, ვოკალისტსა და ბას გიტარისტს სამივეს ფუნქციას მე ვასრულებ ? ამავდროულად ჩემი ყოველდღიურობა დატვირთულია ძალიან საინტერესო რაღაცებით. ვიცვლი ძალიან ბევრ ლოკაციას და აქაურობაც მაგიტომაა ჩემთვის სუპერ საინტერესო. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და იქაურობამ რაღაც-რაღაც ჩვევები დამტოვა, ამასაც მიხვდებით. ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ყველანაირი პრობლემის განხილვა და უცხოპლანეტელები. მყავს მეუღლე და ერთი პლიუშის მინიონი. კიდევ ვწერ, ვხატავ და ვმეცადინეობ ხოლმე. მაინტერესებს ყველაფერი რაც ოდნავ მაინც ახლოსაა ჩემთან. და შენთვის უკვე ძალიან რომ დაგიახლოვდი და მეტკბილები ძალიან ბევრი სიახლე მექნება ყოველთვის, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირად არ არსებობს. ერთ-ერთ გეგმას აქვე გაგაცნობ. კვირაში ერთი-ორჯერ გავერთოთ ხოლმე და რაიმე ადგილს ვეწვიოთ და სხვებსაც მოვუყვეთ ხოლმე იქაურობის შესახებ. ახლა წავალ საინტერესო დღეს გავაგრძელებ შენ კი წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებ ❤️
#photo
#ქართულია
#memyselfandi
#firstpost
0