ტოკიოს იმპერატორის სასახლე

By?????Georgia
0
ტოკიოს ცენტრში, სიმწვანეში ჩაფლული, არხებითა და უძველესი კედლებით გარშემორტყმული იმპერატორის სასახლე მდებარეობს. სასახლის კომპლექსი 7, 5 კვ.მეტრზეა გადაჭიმული. წვდომა შეზღუდულია, თუმცა, 1968 წლიდან აღმოსავლეთის პარკი ღიაა პუბლიკისთვის გარკვეულ დღეებში. წელიწადში მხოლოდ ორჯერ – იმპერატორის დაბადების დღეს, 23 დეკემბერსა და ახალ წელს, 2 იანვარს იხსნება.
პირველი სასახლე – ედო, მე-15 საუკუნეში ააგეს, მე-17 საუკუნიდან მე-19-მდე იგი ტოკიგავას დინასტიას ეკუთვნოდა. ედო, ტოკიოს ძველი სახელია. სხვათა შორის, ედოს ტაძარი ერთ დროს მსოფლიოს უდიდეს ტაძრადაც ითვლებოდა. დედაქალაქის კიოტოდან ტოკიოში გადატანის შემდეგ სასახლე იმპერატორის მუდმივ რეზიდენციად იქცა, 1888 წელს კი მისი რეკონსტრუქცია დასრულდა და იმპერატორის სასახლე გახდა.
ვინაიდან, იაპონური ტრადიციის მიხედვით ნაგებობები ხისგან შენდებოდა, ხშირი იყო ხანძრები. ასე დაიწვა მე-19 საუკუნეში სასახლის კომპლექსის დომინანტა, 5-სართულიანი კოშკი. ასევე, სასახლის კომპლექსს უდიდესი ზიანი მიადგა მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვებმა. ომის შემდეგ აღდგენილმა კომპლექსმა ძირითადად იაპონური სტილი შეინარჩუნა, მაგრამ ზოგიერთმა ნაგებობამ ევროპული იერსახე მიიღო.
იმპერატორის სასახლეში იმპერატორი და მისი ოჯახი ცხოვრობს. სასახლეში განლაგებულია როგორც სამუშაო ოთახები, აგრეთვე საცხოვრებელი, სტუმრების და ადმინისტრაციული.
იმპერატორის სასახლე ბაღებითა და ტყეებით არის ცნობილი. სასახლე ძალიან ძვირადღირებული ადგილია. მიწა, სადაც იმპერატორის სასახლეა, იმაზე ძვირად ღირებულია, ვიდრე მთლიანად კალიფორნიის შტატი ამერიკაში. ტყეები და ბაღები სასახლის ერთ-ერთი მთავარი ადგილია. სასახლე იყოფა 4 ბაღად.
#იაპონია
#აზია
#მოგზაურობა
#ტოკიო
#ტურიზმი
#ტურისტები
#სასახლე
#ბაღები
By?????Georgia
0