საზოგადოების მთავარი მოთხოვნა - პროპორციული არჩევნების იდეა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამაც ჩააგდო - ამის შესახებ დღეს „მემარცხენე ალიანსის“ წევრმა კახა ძაგანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. კახა ძაგანიას თქმით, მემარცხენე ალიანსი ოპოზიციურ პარტიებს ნაციონალური მოძრაობისგან გამოყოფისკენ მოუწოდებდნენ. მემარცხენე ალიანსის ლიდერის თქმით, პარტიებმა მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და ახლა პირვანდელი მოთხოვნა - პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარარება საერთოდ აღარ განიხილება.
„როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო რეაქციული აქციები, როდესაც ძალისმიერი აქციებით ცდილობდა პარლამენტის დაკავებას და ასშ, ხალხი მიხვდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და მის გვერდში მდგომ ოპოზიციურ პარტიებს ამოძრავებდათ არა პროპორციული არჩევნების იდეა, არამედ სურდათ ხელისუფლებაში არაკონსტიტუციური გზით დაბრუნება.“-განაცხადა კახა ძაგანიამ.
#politics
#news