13 votes
comments
1 shares
Save
იტალიასთან ფრენის შეწყვეტით, იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემას შევუქმნით — ტიკარაძე
1540 reads
Headline
Tbilisi · 5 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველო იტალიასთან ფრენების შეწყვეტას არ გეგმავს, რადგან ამით იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დამატებით პრობლემას შეუქმნიან.

"მათ მოუწევთ გადაადგილება და სხვა გზებით დაბრუნება საქართველოში, რაც, ასევე, გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ მონიტორინგს", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ფრენის შეწყვეტის რეკომენდაცია არ გაუცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.

#news #coronavirus
Headline
Tbilisi · 5 months ago
13
Write a comment
1