0
გამარჯობა, დღეს მინდა მოკლე აღწერა გავაკეთო თამაშზე რომელიც შეიძლება მომავალში თქვენი ჰობი გახდეს, ეს არის ლარპი (live action role play), იგივე ლიმბო, რომელიც საქართველოში უკვე საკმაოდ დიდიხანია არსებობს და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია, ღონისძიებები ტარდება ყოველ მეორე კვირას (ნუ თუ რათქმაუნდა ამინდის გამო არ არის შეჩერებული რაღაც დროით) მოკლედ, რაც შეეხება თვითონ თამაშის ტექნიკას, ღონისძიებაზე ამოსვლისთანავე ქმნი პერსონაჟს, რომლის ცხოვრებასაც შენ თვითონ განავითარებ ყველანაირი სცენარის გარეშე, შეგიძლია აირჩიო რასა, რომლიდანაც შენი პერსონაჟი იქნება და შეგიძლია მოიფიქრო ისტორია, რომელიც შენს პერსონაჟზე სხვა პერსონაჟებს მოუთხრობს. ლიმბო ფენტეზის სამყაროა, განსხვავებული რასებით, სადაც შეგხვდებათ ელფები, დემონები, მაქციები ადამიანები და ასე შემდეგ, თამაში შუასაუკუნეობრივ დროში მიმდინარეობს, ამიტომ ფორმაც და იარაღიც დროის შესაფერისად უნდა იყოს შერჩეული. ღონისძიებაზე მრავლად არის ბრძოლები რომელიც უფრო მეტ ხიბლს სძენს თამაშს მე პირადად უკვე წელიწადნახევარია ვთამაშობ და ყოველი ღონისძიება ჩემთვის მნიშვნელოვნად იქცა, ლიმბო განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან თამაშის დაწყებისას ავტომატურად გავიწყდება ვინ ხარ რეალურ ცხოვრებაში და მთლიანად კონცენტრირდები თამაშზე და პერსონაჟზე, ზოგჯერ შეიძლება ისე განვითარდეს მოვლენები, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო. ფოტოზე მე ვარ, უფროსწორედ რენე-ჩემი პერსონაჟი, ძირს მყოფი კი რენესთვის ერთ დროს ყველაზე ახლო პიროვნება. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, შეგიძლიათ ფეისბუქზე მოძებნოთ "ლიმბო" სადაც უფრო დეტალურად გაეცნობით თამაშს, ამ კვირას ტარდება ღონისძიება და თუ სურვილი გექნებათ შემიძლია შემოგთავაზოთ მზადების პროცესი და მოკლე ინფორმაცია პერსონაჟებისგან. პ.ს.მინდა დავამატო, რომ თამაშზე უსაფრთხოების ზომები დაცულია.
#limbo
#larp
#limbotbilisi
#chooseyourcharacter
#chooseyourstory
#liveactionroleplay
0