იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერებულია, რადგან ის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავა განცხადებით, ეს ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანამ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პირდაპირი ფრენები სამ ქვეყანასთან: ირანთან, ჩინეთთან და ახლა უკვე იტალიასთან შეწყვიტა.
#იტალია
#საქართველო
#პირდაპირიფრენები
#კორონავირუსი
#tbilisidaily