ზამთარია. ფანჯარა ღია დამრჩენია. დასახურად გავემართე, მაგრამ უეცრად შიში შემოფრინდა. გარეთ ვაგდებდი მაგრამ მანქანების ხმაურს შეუშინებია და ჩემთან დასახლდა. გამოველაპარაკე ვკითხე რისი შიში ხარ თქო. მარტოობისო მიპასუხა და მას შემდეგ ჩემთანაა. არ მშორდება და ასე ერთად დავდივართ ყველგან. სულ ჩემთანაა. პირობა მომცა ვინმეს, რომ შეუყვარდები წავალო. თავის მართლება დავიწყე, განა ჩემი არ კმარათქო, მაგრამ მაგაში მართალია, მარტოს რომ გიყვარს, მარტო გქვია მაინც. თითქოს მეხმარება კიდეც რაღაცებში, მაგრამ მაინც ვთხოვ ხოლმე წავიდეს იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან, მაგრამ არ მტოვებს პირობა უნდა ავასრულოო. თურმე იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან ეს შიში ბევრია. თუმცა სიყვარული იქაც არსებობს თურმე და იქაც უძლურია შიში. ახლაც ჩემთანაა და ერთად ვწერთ. ხანდახან მეხუმრება ხოლმე, მაგრამ არ მეცინება მის ხუმრობებზე. სულ მის პირობაზე ვფიქრობ. იქნებ წავიდეს და აღარც იქ აღარ შემხვდეს საიდანაც აღარ ბრუნდებიან, მაგრამ დავიბენი, თითქოს იმედს მაძლევს, მაგრამ თან მიკარგავს ერთდროულად. არ ვიცი. იქნებ სიყვარულმა დაიბუდოს ვინმეს გულში ჩემი სახელით და იქაც წამოგვყვეს
საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
...
ძალიან გამახარებთ თუ თქვენს აზრს გამიზოარებთ ? მადლობა