ოჯახური ძალადობისა და ქალთა უფლებების დარღვევის გამო, რასაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც მოწმობს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონპროექტი შეიმუშავა.
განხილული კანონპროექტის თანახმად ძალადობის მსხვერპლსა და მოძალადე პირს სპეციალურ ელექტრო სამაჯური ხელის კიდურზე დაუმაგრდებათ.
ეს მოწყობილობა მოძალადის მსხვერპლთან გარკვეულ პერიმეტრში როგორც უსაფრთხო, ასევე საფრთხის შემცველ დისტანციებზე მიახლოების დროს შსს-ში სიგნალს გადასცემს.
შესაბამისად, სამართალდამცველებს მყისიერი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ.
მოწყობილობის დამაგრების ვადა შემაკავებელი ორდერის ვადას უკავშირდება და განისაზღვრება ერთი თვით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შემცირებას ემსახურება.
#ქალთამიმართძალადობა
#ოჯახურიძალადობა
#საკანონმდებლოცვლილება
#tbilisidaily