10 votes
0 comments
0 shares
Save
61 views
Anabell Lee
Stepantsminda · 4 months ago

თბილისი💫წერეთელი 😍

#tbilisi #tseretelistreet
Anabell Lee
Stepantsminda · 4 months ago
Similar Posts
თეა დვალაშვილი
Tbilisi · 1 week ago
თათუკები
#ფოტოგრაფი @თეა_დვალაშვილი#photographer @tea_dvalashvili#tbilisi #georgia #საქართველო #თბილისი #photographer #photoshoot #photo #cat #photography #ხელოვნება
Blogsport.ge
Kvemo Marghi · 1 week ago
დინამო თბილისი 4:0 ლოკომოტივი
⏱ "დინამო" თბილისი - "ლოკომოტივი" 4-0 ⚽️ 1-0 კობოური 61', 2-
დინამო თბილისი 4:0 ლოკომოტივი
⏱ "დინამო" თბილისი - "ლოკომოტივი" 4-0 ⚽️ 1-0 კობოური 61', 2-
Gvantsa Kikvadze
Tbilisi · 2 months ago
დაუნის სინდრომი - მოზარდების განვითარება, შთამომავლობა.
დაუნის სინდრომი — ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი. • ეპიკანტუსი - თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი- 80% • კუნთების დაბალი ტონუსი- ჰიპოტონია-80% • სწორი კეფა -78% • პატარა კიდურები-70% • გაღებული პირი,რაც დაკავშირებულია მიმიკაზე პასუხისმგებელი კუნთების დაბალ ტონუსთან და სასის განსაკუთრებულ აღნაგობასთან-65% • კლინოდაქტილოზი, მე-5 თითზე ორი მომხრელი სახსრის ნაცვლად ერთის არსებობა-60% • პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა-50% • მოკლე კისერი დანაოჭებული კანით -50% • ბრტყელი ცხვირის ძგიდე- 40% • გულის თანდაყოლილი მანკი • მხედველობის და სმენის პრობლემები • საჭმლის გადამუშავების პრობლემები 🙎‍♂️🙎‍♀️ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარება. მოზარდობა არის პერიოდი, რომლის დროსაც გარდამტეხი პროცესები მიმდინარეობს. ამ პერიოდში როგორც თვითონ მოზარდს, ასევე მშობლებს შეიძლება მრავალი საზრუნავი შეექმნათ. დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები ცოტა მოგვიანებით, ან იგივე დროს გადიან გარდატეხის პერიოდს, როგორც დანარჩენები, ამავე დროს ისინი ყველა იმ საფეხურს გადიან, რაც მოზარდობას უკავშირდება. კოგნიტური და ბიჰევიორული ფაქტორების შეფერხების გამო ისინი და მათი მშობლები მოზარდის განვითარების პერიოდს გაცილებით რთულად გადიან, ეს ერთგვარი გამოწვევაა მათთვის. მეცნიერები აქცენტს აკეთებენ სოციალურ გაზრდაზე. მოზარდებს სურთ იყვნენ დამოუკიდებლები, ისინი დაწყებით სკოლას იცვლიან, ესაჭიროებათ სამსახური, ან უბრალო აქტივობა. ასეთი ცვლილებებისათვის კი დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს ცხოვრების სპეციალური დაგეგმარებაა საჭირო, რათა თავი სოციუმის სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. 💪🦵🦶 ფიზიკური განვითარება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები იყვნენ ჭარბწონიანები უფრო დიდი შანსია ვიდრე სხვები. მენტალური განვითარების სისუსტე ზღუდავს ფიზიკურ აქტივობებსაც, რასაც საბოლოოდ ენდოკრინოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ. მოზარდობის პერიოდში დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები განიცდიან ფიზიკურად მკვეთრ ცვლილებებს, რომელიც სხვებსაც ახასიათებთ, მაგრამ მათი თანდაყოლილი დაავადებების ფონზე მათ ეს ყველაფერი უფრო მწვავე ფორმაში აქვთ. მათ აღენიშნებათ წონის სწრაფი ცვლილება; მენსტრუაციის არევა თიროიდის კლება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების 16%-20% თიროიდის დაავადების რისკის ქვეშაა,ხოლო 1,4%-10% იზრდება მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების. ასევე აუტოიმუნური დაავადების რისკებიც იზრდება. 🤔 მენტალური განვითარების შეფერხება მჭიდრო კავშირშია ფიზიკური განვითარების შეყოვნებასთან. დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდის საშუალო ინტელექტის კოეფიციენტი 50-ია, ეს კი 8-9 წლის ასაკის ბავშვის ინტელექტის ეკვივალენტია, მაგრამ აღსანიშნავია ის რომ ეს ციფრი საშუალოა და ადამიანიდან ადამიანზე შესაძლოა დიდი მაჩვენებლით განსხვავდებოდეს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მინიმუმ ნახევარს მაინც აქვს მენტალური პრობლემები. მოზარდები და ზრდასრულები თუ მრავალი დაავადებით იტანჯებიან ფსიქოლოგიური პრობლემების ქონა უფრო მოსალოდნელია. ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური პრობლემებია მოზარდებში: ზოგადი შფოთვა; ობსესიურ კომპულსურული ქცევა; იმპულსურობა; უყურადღებობა; უყურადღებო ქცევა; ძლის პრობლემები; აუტიზმის სპექტრის დამახასიათებელი მდგომარეობა; ნევროპათოლოგიური პრობლემები და ა.შ. 👼 დაუნის სინდრომი და შთამომავლობა: დაუნის სინდრომის მქონე ქალების დაახლოებით 50% ფერტილურია.მენსტუაცია დაუნის სინდრომის მქონე ქალების ნახევარს აქვს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ბავშვის ყოლა. სამწუხაროდ, მამაკაცების შესახებ ამ კუთხით არაა ბევრი კვლევა, მაგრამ ასე შაბლონურად რომ ვთქვათ გარკვეული შანსები მათაც გააჩნიათ ჰყავდეთ შვილები, ასეთი შემთხვევა 3 მხოლოდ 3-ჯერ დაფიქსირდა. აღსანიშნავია ისიც რომ ქალების ნახევარს შეიძლება ჰქონდეს ოვულაცია, მაგრამ იყოს ფერტილური. დაუნის სინდრომის მქონე დედის შვილი 35%-50% იბადებიან ტრისომიით, ან სხვა განვითარების პრობლემებით. განათლება. ❗კვლევები იმოწმება რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები უმჯობესია ატარონ ჩვეულებრივ სკოლებში, რათა თანატოლებთან ჰქონდეთ მუდმივი კონტაქტი, გაიუმჯობესონ სოციალიზაციის შესაძლებლობები, რაც შემდგომ კოგნიტურ განვითარებაში დაეხმარებათ. 🙌 "ყველა ბავშვი არის მზე, მაგრამ თითოეულს უნდა ვაცადოთ რომ გამოანათოს" - ლევ ვიგოტსკი. #downsyndrome #დაუნისსინდრომი #ჩვენარვითვლითქრომოსომებს #ლ.ვიგოტსკი #tbilisi #თბილისი
+2
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
ქუჩის ცენზურა“- კედლების დაუცველი ხმა. თბილისის ურბანულ კულ
ქუჩის ცენზურა“- კედლების დაუცველი ხმა. თბილისის ურბანულ კულ
Gvantsa Kikvadze
Tbilisi · 1 month ago
პიტბულ ტერიერი - რატომ თვლიან სახიფათოდ?
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 8-15 წ (საშუალოდ) წონა - ძუ 14-27(მოზრდილი); ხვადი 16-30(მოზრდილი) სიმაღლე - ძუ 43-50 სმ; ხვადი 45-53 სმ. ხასიათი - მხიარული, ჯიუტი, კარგად გაწვრთნის შემთხვევაში ძალიან დამჯერი, მოსიყვარულე, ეს ჯიში ძლიერი ნებისყოფოთ ხასიათდება. 🐕 იმის მიუხედავად რომ დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით ამერიკაში, პიტბული ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და აგრესიულ ჯიშად მიიჩნევა, თავდაპირველად ის ოჯახის კომპანიონ ძაღლად ითვლებოდა. ამ ჯიშის ძაღლები ძირითადად ფერმებში იყვნენ, მაგრამ მათი ხასიათიდან გამომდინარე მალევე ოჯახში ბავშვებისათვის "ძიძა ძაღლის" როლიც შეითავსა, მათი გამორჩეული ინტელექტისა და ერთგულების გამო. ამასთანავე, ისინი ბავშვებთან საოცარად მოსიყვარულეები არიან. იმის გათვალისწინებით რომ ამ ჯიშს განსაკუთრებულად ჭარბი ენერგია აქვთ და სხვა ძაღლებთან არც ისე კარგი ურთიერთობა, საჭიროა პატრონმა ყოველდღიურად იმუშაოს მასზე, რათა ენერგია დახარჯოს, ამასთანავე ჯიუტი და შეუპოვარი ხასიათი მოითხოვს სისტემატიურ წვრთნასაც ლეკვობიდან, რათა ზრდასრულობის პერიოდში ძაღლის მოთოკვა და აგრესიულობის ფონის გაკონტროლება შეძლოს პატრონმა. აშშ-ში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პიტბულის ჯიშის ძაღლმა საკუთარი პატრონი დაგლიჯა. სამწუხაროდ, ადამიანები მხოლოდ ამ ტრაგიკულ ამბავს განიხილავენ, მაგრამ მიზეზის მოძიებას არ ჩქარობენ ხოლმე. კვლევები ირწმუნება, რომ პიტბული, რომელიც ადამიანებს ესხმის თავს ცუდი მოპყრობის მსხვერპლია, შეიძლება მებრძოლ ძაღლად ზრდიდნენ, არ ჰქონდეს სათანადო წვრთნა მიღებული. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ძაღლის ჯიშია, რომლის ყოლასაც თუ გადაწყვეტთ, ჯერ თქვენს შესაძლებლობებს უნდა გადახედოთ, რადგან ამ ინტელექტუალურ ძაღლს სითბო და წვრთნა ესაჭიროება, რათა არ გახდეს თქვენთვის, ადამიანებისა და სხვა ცხოველებისთვის საშიში. 🐶 სამწუხაროდ, დღეს აშშ-ში პიტბულების მოშენების შეწყვეტის მრავალი მომხრეა. ეს ყველაფერი იმით აიხსნება რომ ამ ჯიშის განსაკუთრებული ენერგიის, კუნთოვანი მოცულობის, აგრესიის ინდიკატორისა და შეუპოვარი ხასიათის გამო, უმეტესწილად მათ მებრძოლ ძაღლადაც იყენებენ (ძაღლების ბრძოლა კანონით ისჯება საქართველოშიც). ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც აგრესიულსა და უმართავს ხდის პიტბულს, ამასთანავე სწორი მოშენების წესი და გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს. თუ პიტბულის ჯიშის ძაღლი ენერგიის მოჭარბებას განიცდის და არ აქვს რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, ის.ხდება დესტრუქციული, რაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს. 🧐 ზოგი ქვეყანა პიტბულის ჯიშის შემოყვანას, გამრავლებას და პატრონობას ძალიან ზღუდავს, ან საერთოდ არ უშვებს. ასეთი ქვეყნებია: ეკვადორი, ვენესუელა, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი და ა.შ. ამერიკის ზოგიერთ შტატში ამ ჯიშის ყოლა აკრძალულია. #animals #pitbull #tbilisi #ცხოველები #თბილისი #პიტბული
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
შეუმჩნეველი სილამაზე - რა ისტორიებს მალავს ძველი თბილისის სა
შეუმჩნეველი სილამაზე - რა ისტორიებს მალავს ძველი თბილისის სა
Gvantsa Kikvadze
Tbilisi · 2 months ago
ვინ იყო და რა ბედი ეწია პატარა ალბერტს?
👶+🐁+🔨 ყველას, ვისაც ფსიქოლოგია აინტერესებს ერთხელ მაინც ექნება გაგონილი პატარა ალბერტის ექსპერიმენტის შესახებ. ექსპერიმენტი ჩაატარა ბიჰევიორისტებმა, ჯონ უოთსონმა და როსლი რაინერსმა 1920 წელს. 🐭🐁🐰🐇🐿🐼🐱🦊 ექსპერიმენტის განმავლობაში ბიჭუნა მარტო რჩებოდა ოთახში თეთრ ვირთხასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ალბერტს თავდაპირველად არანაირი შიში არ გამოუვლენია თეთრ ვირთხებზე, კურდღლებზე, სხვა ცხოველებსა თუ ბეწვიან სათამაშოებზე. ექსპერიმენტის შემდეგი ნაბიჯი - ბიჭი თეთრ ვირთხასთან ერთად მარტო დატოვეს ოთახში, უკნიდან კი ჩაქუჩით ხმაური გამოიწვიეს. ამ ორი სტიმულის (თეთრი ვირთხა ხმაური) რამდენჯერმე განმეორებით, ბავშმა ტირილი დაიწყო. ცოტახანში ალბერტი მაშინაც ტიროდა, როდესაც მხოლოდ ერთი სტიმული, ვირთხა იყო ოთახში დამატებითი სტიმულის (ხმაურის) გარეშე. უფრო მეტიც, შიში გენერალიზდა და ბიჭუნას ყველაფრის ეშინოდა, რაც ვირთხას წააგავდა, რასაც ბეწვი ჰქონდა, იქნებოდა ეს კურდღელი, თუ რაიმე სათამაშო. საბოლოოდ, დედამ ალბერტის წაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ ფსიქოლოგებმა შიშის მოხსნა ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ ბიჭუნა თითქოს მიწამ ჩაყლაპა, მაგრამ 2009 წელს 7 წლიანი გამოძიების შემდეგ ყველაფერი გაირკვა, ხოლო უოთსონისა და რაინერის ამ არაეთიკური ექსპერიმენტის შედეგები ეჭვქვეშ დადგა. 🧐 2009 წელს მრავალი წინააღმდეგობების შემდეგ ფსიქოლოგმა ჰოლი ბექმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც საიდუმლოს ახადეს ფარდა. პატარა ალბერტს სინამდვილეში დუგლას მერიტი ერქვა. დედა, ავრილა მერიტი, მედდა გახლდათ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტში მუშაობდა უოთსონიც. 🥺 სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ პატარა ალბერტი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰიდროცეფალიით, ამ დაავადებას "ტვინი წყალში" მოიხსენიებენ ხოლმე. დაავადების დროს თავის ქალაში გროვდება სითხე, რაც კრუნჩხვებს, თავის უჩვეულო ზრდასა და გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს. ეს დიაგნოზი კი უოთსონისა და რაინერსის ექსპერიმენტს ანულირებას უკეთებს, რადგან, როგორც უოთსონი ახსენებს მის ჩანაწერებში - ალბერტი, სრულიად ჯანმრთელი, ჩვეულებრივი ბიჭუნა იყო. საქმე ისაა რომ ამ დაავადების მქონე ბავშვზე ექსპერიმენტის ჩატარება (მითუმეტეს ასეთი არაეთიკურის) შედეგების განზოგადების საშუალებას არ იძლევა. გამოძების მეორე ვერსიით ბიჭუნა მენინგიტით დაავადდა, მაგრამ დიდი დრო დასჭირდათ იმის დასამტკიცებლად რომ ალბერტი ექსპერიმენტის დროს უკვე დაავადებული იყო. ამ გამოძებაში ოჯახის წევრებიც ჩაერთვნენ. მათი მტკიცებით ბიჭუნა დაბადებიდან ავადმყოფობდა და უოთსონმა ამის შესახებ იცოდა, მაგრამ ექსპერიმენტი მაინც ჩაატარა. ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტის ვიდეოც შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბიჭუნას ქცევა, რეაგირება და გამოხატულება აშკარად რაიმე ნევროლოგიურ დაავადებაზე მიანიშნებდა. 🤔 „თვით პატარა ალბერტის კვლევა და მის მიხედვით გაკეთებული დასკვნები ყოვეთვის იქნება საკამათო რადგან უოტსონის მიერ წარმოდგენილი „ჯანმრთელი“ ალბერტი სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ექსპერიმენტისათვის გამოსადეგი. მიუხედავად იმისა რომ უოტსონის მიერ შექმნილმა თეორიამ დიდი გამოყენება ჰპოვა ჩვენ საქმე გვაქვს აშკარა თაღლითობასთან, გაყალბებასთან და ფაქტების დამახინჯებასთან.“ #opinion #psychology #Tbilisi #littlealbert #თბილისი #ფსიქოლოგია #ექსპერიმენტი
Gvantsa Kikvadze
Tbilisi · 2 months ago
ბენგალური კატა - აზიური ლეოპარდისა და ეგვიპტური მაუს ჰიბრიდი
🐈 ბენგალური კატა, როგორც სათაურში უკვე ვახსენე აზიური ლეოპარდისა და ეგვიპტური მაუს ჰიბრიდია, რომლის მომშენებლებიც საქართველოშიც არსებობენ, მაგრამ სახლის შედარებით პატარა ლეოპარდის შეძენა საკმაოდ ძვირი ფუფუნება. მათი ფასი საშუალოდ 2000 დოლარია (საქართველოში) სიმაღლე - 68 სმ წონა - 4 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა - 14-16 წელი. 🐆 სანამ ბენგალური კატის აყვანას გადაწყვეტთ აუცილებელია შეამოწმოთ კატის საგვარეულო ნუსხა, რათა დარწმუნდეთ რომ 4 თაობა გასულია მას შემდეგ, რაც კატას ლეოპარდი წინაპარი ჰყავდა, ვინაიდან არავის უნდა საყვარელი შინაური ცხოველის ლუკმა გახდეს 😂 🐱 ბენგალი, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი კატაა. მისი გასაოცარი მეხსიერება ზოგჯერ შეიძლება სტრესიც გახდეს, რადგან მაგალითად კატა თუ ერთ ოთახში იყო, საიდანაც გამოსვლა ვერ მოახერხა რამდენი დღის განმავლობაში თავს აარიდებს იმ ოთახის სიახლოვეს გავლასაც. არაა გასაკვირი თუ ვიტყვი რომ ბენგალურ კატში, განსხვავებით სხვა ჯიშის კატებისაგან, მონადირის ბუნება ბევრად მძლავრადაა გამოხატული, ამიტომ უნდა ელოდოთ "მონადირებულ" თაგვებს, ჩიტებს, თხუნელებ, ციყვებს და ა.შ. ბენგალურ კატას ხშირად ძაღლს ადარებენ, რადგან ისინი მარტივად გასაწვრთნელები არიან. მათ შეუძლიათ დაისწავლონ პატრონის ნათქვამზე დაჯდომა, ხელის ჩამორთმევა, კარების გაღება, სინათლის ჩაქრობა/ანთება და ა.შ. 🧐 ბენგალური კატები საკმაოდ ემოციურები არიან, ისინი პატრონის გამომეტყველებითა და ქცევით ხვდებიან როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ ხასიათზეა მისი პატრონი, ამასთანავე პატრონის ქცევის დამახსოვრებისა და თავისებურად კოპირების უნარიც აქვთ. პატარა ლეოპარდები მოზღვავებული ენერგიის პატრონები არიან, ამიტომ რეკომენდირებულია მათი გასეირნება, ხტომაში ვარჯიში, და ხეებზე აცოცების უფლების მიცემა. 🤗 ბენგალური კატების შეფერილობა მრავალფეროვანია. ისინი შეიძლება იყვნენ ოქროსფერი ლეოპარდისეული კოპლებით, ღია ყავისფერი, მაგრამ ყველაზე იშვიათი თეთრი ფერია.#კატა #ბენგალურიკატა #ცხოველები #თბილისი #cat #bengalcat #tbilisi #animals
+2
Mariam Chabrava
Tbilisi · 1 month ago
თეატრის კოშკი
იცით ამ სილამაზის შესახებ, რომელიც ჩვენს ქალაქშია?#news #opinion #goodplaces #photo #art #tbilisi #ჩემითბილისი #თბილისიTbilisi Senaki
Luka Todua
Tbilisi · 3 months ago
"ნიუტონის ვაშლი" ტკბილ-ცხარე საფერავის კარამელთან, პიტნიანი ნადუღის კრემთან და მაწვნის ნაყინთან.
ერთ დღეს, როდესაც ნიუტონი ხის ქვეშ იყო წამოწოლილი, ხიდან ვაშლი ჩამოვარდა და მას თავზე დაეცა. -ცოტა იქით ვერ ჩამოვარდებოდი? წამოიძახა ნიუტონმა. და უცებ მიხვდა: ყველაფერი ვარდება უმოკლესი მანძილის გავლით. ეს იყო დიდი აღმოჩენა. ნიუტონმა დედამიწის მიზიდულობის კანონი აღმოაჩნია, მაგრამ თუ გიფიქრიათ ვაშლს რა ბედი ეწია ? მე გეტყვით, ეს ვაშლი ჩემთან გამოგორდა და ნიუტონის მსგავსად მეც დამაფიქრა დესერტის მიმზიდველობის კანონზე. ამიტომაც გადავწყვიტე "ნიუტონის ვაშლის" დესერტის რეცეპტი გამეზიარებინა თქვენთვის. პროდუქტები: ვაშლი-1 ცალი საფერავი-300 მლ ლიმონის ცედრა-1 ჩ/კ ლიმონის წვენი-1 ჩ/კ დარიჩინი- 1/2 ჩ/კ შაქარი-150 გრ ანისეს ვარსკვლავი -1ც დაღერღილი წიწაკა-2 გ კარაქი-25 გრ მაწონი-2 ქილა შაქარი-180 გრ (მაწონის ნაყინისთვის) წყალი-20 მლ ვანილი-3 გრ სტაბილიზატორი-10 გრ პიტნიანი ნადუღის კრემი-20 გრ მომზადების წესი: პირველ რიგში, საშუალო ქვაბს ვავსებთ ღვინით და ვუმატებთ: ცედრას, ლიმონის წვენს, დარიჩინს, შაქარს, ანისეს ვარსკვლავს და დაღერღილ წიწაკას. ცეცხლს ვანთებთ დაბალზე და ვტოვებთ 5 წთ განმავლობაში. ცალკე ვაშლს ვთლით. დანით ვაძლევთ იდეალურად მრგვალ ფორმას. ვდებთ საფერავით სავსე ქვაბში და ვუმატებთ თავისივე კანს. ვხარშავთ 15 წთ განმავლობაში. იმისათვის რომ სითხემ უკეთ შეაღწიოს ვაშლში შეგვიძლია ნემსით დავჩხვლიტოთ. მაწვნის ნაყინი: მაწვნის ნაყინის მომზადება უნდა დავიწყოთ ერთი დღით ადრე. ქვაბში ვყრით შაქარს და ვუმატებთ წყალს შაქრის კრისტალების უფრო მარტივად გასახსნელად. როგორც კი გაიხსნება ვუმატებთ ვანილს და სტაბილიზატორს. გადმოვდგამთ ცეცხლიდან და მაწონთან ერთად ვაბლენდერებთ, შემდეგ გადავიტანთ ლანგარზე და შევდგამთ საყინულეში 24 საათით. აუცილებელია ყოველ 5 საათში ერხელ გამოვიტანოთ მოვურიოთ და მერე ისევ შევდგათ, იმისათვის რომ ნაყინის მასა თანაბრად გაიყონოს. რაც შეეხება კარამელს, საჭიროა ღვინის სითხე, რაშიც ვაშლს ვამზადებდით, გადმოვწუროთ სხვა ქვაბში, დავუმატოთ ოდნავ შაქარი და დავდგათ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. დავუმატოთ დაღერღილი წიწაკა და ვადუღოთ სანამ კარამელის მასად არ იქცევა. შემდეგ დავუმატოთ კარაქი და უგემრიელესი საფერავის კარამელიც მზად არის. რაც შეეხება პიტნიანი ნადუღის კრემს წინა სტატიაში მეწერა გადადით ლინკზე და ნახავთ დაწვრილებით. გემრიელად მიირთვით.#chef #cuisine #georgia #pastry #tbilisi #თბილისი #foodislove #loveisfood #stayhome #cookwithlove