კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა 100 ათასს გადააჭარბა

0
კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლმა 100 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19 დაუდგინდა 100 162 ადამიანს. ამათგან 55 ათასი გამოჯანმრთელდა, 3 406 კი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთშია — 80 559. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთან რიცხვმა კი 3 042-ს მიაღწია. მაღალია დაინფიცირებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაშიც, სადაც 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 6 593-ს მიაღწია. 42 ადამიანი COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა. ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 1 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში 4 747 შემთხვევაა კორონავირუსის. გარდაცვლილთა რიცხვი კი 124-მდე გაიზარდა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
0