შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

0
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ შ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ პროკურატურა იუწყება. ბრალდების მხარე შ.ლ-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის ცემასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. შემთხვევა ჭიათურაში მოხდა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულმა შვილის წინ მეუღლეს სახისა და თავის არეში ხელი დაარტყა და მკვლელობით დაემუქრა. გამოძიება 126-ე ძალადობისა და 151-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
#politics
#news
0