გამყრელიძე იტალიიდან ჩამოსულებს: გავითავისოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავიჭირვოთ 14 დღე თვითიზოლა

0
"გავითავისოთ ეს დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სულ ყველამ, ვინც ბრუნდებით იტალიიდან. გავიჭირვოთ და 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული", — ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან. მისი განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა ექნებათ თუ არა მათ სიმპტომები. "ამით თქვენ ხელს შეუწყბოთ, პირველ რიგში, თქვენს ჯანმრთელობას, თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და ასევე, თქვენს ირგვლივ მყოფი და ზოგადად, მოსახლეობის ჯანმრთელობას, რომ არ იყოთ ინფიცირების წყარო", — განაცხადა მან. გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ, რომ გაენცონ შესაბამის რეკომენდაციებს თვითიზოლაციისთვის ან თუ არ აქვთ ამის საშუალება მიმართონ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მათ კარანტინში გადაიყვანენ. გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. P.s.სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
0