საიდან ჩნდებიან ნამდვილი და საზohgodოების კოპები? ქალი რომელმაც კორონავირუსის თემა დამიჩრდილა

0
დღე კოპით დავასრულე. ? ბავშვობის მერე არ მახსოვდა რა იყო, პატარაა მაგრამ საკმაოდ მტკივნეული. მაგრამ ისტორიის მთავარი გმირი კოპი სულაც არ არის. მოკლედ ასეთი ამბავია.. მაქსიმუმ 15 წუთის წინ ჩემი ეზოს ნიკორაში დავსეირნობ მაღაზიის რიგებს შორის და ვკიდებ ყველაფერს ხელს რაც კი სამარხვოა. საკმაოდ დახუნძლულმა ჩავიარე ჩემს საყვარელ რიგში და სათამაშოების, დახლის და ჰიგიენის ნივთების თვალიერება დავიწყე. იქვე შუა ხნის ქალი დავინახე ჩემსავით იდგა და ათვალიერებდა. რომ დამინახა შემათვალიერა და განაგრძო საქმიანობა. უეცრად სულ ზედა თაროზე შევნიშნე სათამაშოების კომპლექტი და ვიფიქრე ხარისხს შევამოწმებ თქო და ბა ბაახ? ბოლო თაროდან უზარმაზარი სათამაშოებით სავსე კარდონის ყუთი მეცემა თავში. დაჭერა მოვასწარი. მერე ეს დახუნძლული ხელები ძლივს გამოვითავისუფლე, იქვე თაროზე შემოვაწყვე დროებით ჩემი სურსათ-სამოვაგე და ბოლო თაროზე დავიწყე ამ სათამაშოების გასწორება. ნუ მაღაზიის კონსულტანტმა რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვა და სასწაულად ცუდად დაალაგა თაროები ვაპატიოთ, მაგრამ აი ის ქალბატონი წეღან რომ ვახსენე, ცოტა გამაოცა იცით? ჯერ ამხელა ხმა იყო დავარდნის, მერე შეშფოთების, მერე კადრი როგორ ვწვალობ რომ რამე ხელიდან არ გამივარდეს, მერე დალაგება, მერე ცივი ქილის თავზე მიდება და წუხილი... სახეც კი არ შეცვლია, მეტიც რაც უნდოდა აიღო და შუა ამ ჩემი ლაგების პროცესში დემონსტრაციულად დატოვა რიგი. რაც შეეხება მაღაზიის თანამშრომლებს, ამ ხმის გაგონებაზე წარბიც კი არ შეხრიათ. კითხვაზე "ე რა ჭირი გვჭირს" პასუხი არ მაქვს. იქნებ იმ ქალის ყურამდე მივიდეს, რომ თავისი უყურადღებობით მაწყენინა. ნელ-ნელა ჩვენი ისტორიებით და კარგი პრეცენდენტებით ღრმად მწამს, რომ საზოგადოებას სიკეთისა და აზროვნებისკენ გეზს ავაღებინებთ. და ბოლოს ჩემს კოპე მეტად იმ ქალის უმოქმედობა მეტკინა.
#აკეთესიკეთე
#იყავიყურადღებიანი
#ხვალშენცდაგჭირდება
#სიყვარული
გადაგვარჩენს
0