Apple-ის მარტის პრეზენტაცია და კორონა ვირუსი

0
როგორც ბევრმა იცით კომპანია Apple წელიწადში რამდენიმეჯერ ატარებს პრეზენტაციას, რომელზეც წარმოადგენენ თავის ახალ დევაისებს, სერვისებს და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი პრეზენტაცია ტრადიციულად უნდა ჩატარდეს მარტში, რომელზეც ანალიტიკოსების თქმით, უნდა ვიხილოთ განახლებული Iphone SE, რომელიც არის ბიუჯეტური iphone, თუმცა, SE 2 ის ნაცვლად მას სხვა სახელი ერქმევა (სავარაუდოდ iPhone 9). ის იქნება ტრადიციული iphone 8 ის გაგრძელება, რომელსაც ექნება ღილაკი (touch ID) და ყველასათვის ნაცნობი დიზაინი, ფასიც უფრო ნაკლები ექნება ვიდრე ფლაგმანებს (iPhone 11, iPhone 11 pro). თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ კორონა ვირუსის და მისგან გამოწვეული კარანტინის გამო ჩინეთის ერთ-ერთი ქარხანა, კერძოდ კი Foxcon, რომელიც iphone-ებს აწარმოებს პრობლემებს განიცდის და შესაძლოა ბიუჯეტური iphone ცოტა მოგვიანებით ვიხილოთ. ასევე კორონა ვირუსის გამო პრობლემებს განიცდიან ის საწარმოები, რომლებიც iphone-ის ცალკეულ დეტალებს აწვდის Foxcon-ს. უნდა აღინიშნოს, რომ apple-ს გარდა ჩინეთში სხვა უამრავ კომპანიას აქვს საწარმო, ამიტომ სხვა ბრენდებიც განიცდიან პრობლემებს. თუმცა, მარტის პრეზენტაციაზე apple-ს ახალი iphone-ის გარდა სხვა ტექნიკაც უნდა წარედგინა, ამიტომ რა ბედი ეწევა ამ პრეზენტაციას ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორ ფიქრობთ შეძლებს apple-ი დაძლიოს შექმნილი გარემოებები და ჩაატაროს მარტის პრეზენტაცია ?
#apple
#iphone
#iphonese2
#iphone9
#foxcon
#china
#coronavirus
#corona
0