ბალის კულტურული ლანდშაფტი, ინდონეზია
სანამ ბალი ადამიანების უმეტესობისთვის სანაპიროებთან და მთებთან ასოცირდება, მანამდე იუნესკო ყურადღებას მის ბრინჯის ტერასებსა და წყლის შენობებს აქცევს, რომელშიც მე-18 საუკუნის წყლის ტაძარიც შედის, სახელად - Pura Taman Ayun . ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც აქაურობა დასაფასებელია, გახლავთ მეცხრე საუკუნის ბრინჯის მოყვანის კულტურა , რომელსაც სუბაკი ეწოდება. ეს კულტურა ინდონეზიელებს უხვი მოსავლის აღებასა და საკუთარი თავის გამოკვებაში ეხმარებოდა.
პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი. ხორვატია
ტბები, ჩანჩქერები, მღვიმეები და ტყეები. ეს ის ჩამონათვალია, რასაც თქვენ პლიტვიცეს ეროვნულ პარკში შეხვდებით. შეიძლება ითქვას , რომ ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ადგილია. აქ ტყეების სიუხვის გამო უამრავი ცხოველი თუ ფრინველი ბინადრობს.პარკის მთავარი ღირსება მაინც მისი 16 ტბაა, რომელთა ფერები მუდმივად იცვლება მზის სხვივების კუთხისა და ამ ტბებში არსებული მინერალების გამო.
ვულინგიუანი .ჩინეთი
ვულინგიუანი , ძირითადად, მისი 30000-ზე მეტი კვარციტის სვეტებით არის ცნობილი, თუმცა ბევრმა არ იცის , რომ ამ სვეტებს შორის ადგილები არანაკლებ საინტერესო და ლამაზი რამეებითაა დაფარული.ამ ადგილებში თქვენ შეხვდებით ჩანჩქერებს, ტბებს, წყაროებს, მდინარეებს, ორ ბუნებრივ ხიდსა და 40 - მდე გამოქვაბულს. ამასთანავე ვულინგიუანი გამოირჩევა ფლორითა და ფაუნით. აქ ძალიან ბევრი ისეთი ცხოველი ბინადრობს და მცენარე იზრდება, რომელთაც დედამიწის სხვა კუთხეებში ვერ ნახავთ.
#unesco
#იუნესკო
#world
#heritage
#კულტურული_მემკვიდრეობა
#thebeautyoftheworld
#მოგზაურობა
#ხელოვნება