რკინაბეტონის ნისლში ჩაკარგული ეტლები.

0
თბილისში უამრავი პრობლემაა, ზოგი პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლება, მხოლოდ სურვილია საჭირო, ზოგს კი ბევრად მეტი რესურსი სჭირდება.თუმცა ერთი პრობლემა რკინა-ბეტონის ქალაქში ნათელია, ეს პრობლემა ადაპტირებაა.სამწუხაროა, მაგრამ თბილისში მცხოვრებ 28 ათასზე მეტ შშმ პირს შეზღუდული აქვს გადაადგილება.რა თქმა უნდა, ვერ მოვითხოვთ რომ ეს პრობლემა რამდენიმე დღეში ან თუნდაც თვეში გადაიჭრას, თუმცა რეაგირება საჭიროა.უნდა გაკეთდეს ადაპტირებული პანდუსები და ხმის სენსორები, (არამხოლოდ ქალაქის ზოგიერთ ნაწილში, არამედ მთლიანად ქალაქში)რითაც ნებისმიერ შშმ პირს თავისუფლად შეეძლება გადაადგილება.რამდენიმე თვის წინ მსგავსი იდეით და დიდი იმედით მივმართე ძალიან ბევრ სახელისუფლებო სტრუქტურას, თუმცა დაინტერესების მიუხედავად რეაგირება არ მოჰყოლია და ვერც იდეა განხორციელდა. მერია აცხადებს რომ დაიწყებს თბილისის ადაპატირებას და დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, თუმცა პირადად ჩემთვის ეს ნაბიჯები ბუტაფორიულია და გათვლილია მხოლოდ მასის ემოციებზე. მასის ემოციებზე თამაში პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია.იმის მიუხედავად რომ საზოგადოება მათ შეზღუდული შესაძლებობების მქონეებს უწოდებს და ხშირად დანანების თვალითაც კი გადახედავს, მინდა სრული ჩემი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ისინი არიან ყველაზე მებრძოლი ადამიანები თბილისის ქაოტურ ცხოვრებაში.მე მჯერა მათი და მჯერა იმის რასაც ისინი აკეთებენ ყოველდღე.ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვირწმუნოთ მათი ძალა და ვთქვათ რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს გარემოა შეზღუდული.სწორედ აქედან დაიწყება იმ ქაოსის დალაგება რაც დღეს ჩვენს ცისქვეშ არის.
#news
#opinion
#photo
Tbilisi
0