იანუშ კორჩაკის გმირობა

0
"საშინლად ცხელოდა. იანუშმა ბავშვები ოთხ რიგად დააყენა, ორ მათგანს ხელი მოჰკიდა და მარშით გაუძღვა წინ, გაზის კამერამდე. თავი ისე ამაყად ეჭირა, რომ პოლიციელებმა უნებლიედ სამხედრო სალამი მისცეს... "ვინ არის ეს კაცი?" - გაკვირვებულმა მკითხა ერთ-ერთმა მათგანმა. მე ვერ ვუპასუხე, იმიტომ, რომ ვტიროდი..." - გადმოგვცემს ამბის თვითმხილველი, ემანუელ რინგელბლუმი. 1942 წლის 7 აგვისტოს ცნობილი საბავშვო მწერალი და პედიატრი, იანუშ კორჩაკი საკუთარი ნებით შევიდა ტრებლინკის გაზის კამერაში თავის ორას აღსაზრდელთან ერთად...
0