ბაკურიანს ახალი პოლიციის შენობა შეემატა

0
დღეიდან ბაკურიანს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი პოლიციის შენობა შეემატა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.  ბაკურიანის პოლიციის განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა კეთილმოწყობილია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ბაკურიანის პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში იმუშავებს როგორც საპატრულო, ასევე, კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი, ნივთმტკიცების ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში ასევე განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ბაკურიანის დროებითი მოთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იზოლატორი. მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა შენობის გახსნის შემდეგ ბაკურიანში სამუშაო თათბირიც გამართეს.
#bakuriani
#news
Bakuriani
0