0
რაც მაგრაბი ვართ ქართველები ვართ!
#opinion
ალბათ ყველას გაგვიგია გამონათქვამი, "რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ" რაში ვართ მაგრები? მასპინძლობაში ვართ სახელგანთქმულები, ვისაც არუნდა კითხო, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, თუ ერთხელ მაინც არის ნამყოფი საქართველოში, დასმულ კითხვაზე, რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? ყველა პირნათლად გეტყვით, რომ ხალხის დამოკიდებულება, თუ რაოდენ თბილები, ტკბილები და სტუმართმოყვარეები ვართ ! მაგრამ არის ერთი პარადოქსი, მოგიყვებით ერთ შემთხვევას : თბილისობა დღეს ერთერთ რესტორანში ვისხედით, აღვნიშნავდით ჩვენი ქალაქის დღეობას, სადღეგრძელოებს ერთმანეთს ვასწრებდით, ყველას გვინდოდა ჩვენი დიდი სიყვარულის გამოთქმა, ჩვენი ქალაქის, ხალხის და იმ ურთიერთგაგების მიმართ, რაც ოდითგანვე გვსდესვს ქართველობას. ბახუსმაც იმატა. პირველმა ხმამ შემოკრა, ჭერს თავი ახადა, მეორეც აყვა და ბანიც უბოძე მოკლედ მრავალჟამიერი, მართლაც, რომ ჟამიერობდა. კარგად შესრულებულმა სიმღერამ შედეგიც არ დააყოვნა და მთელი დარბაზის ტაში და სიყვარულიც მივიღეთ. ატყდა გასამმაგებული სადღეგრძელოების ზეიმი, ხან მარჯვენა სუფრიდნ, ხან მარცხენა და ზემო სართულიდანაც კი ჩანჩქერის ხმასავით ჩაგვესმოდა - გაგიმარჯოთ ბიჭებოო ! იქვე ზეიმომდნენ ესპანელი სტუმრები, გაოცებული დანრჩნენ ამ სანახაობით, დაგვლოცეს, გამოგვეხმაურნენ, კარგი ლამაზი წყვილები იყვნენ, ჩვენც დავლოცეთ წიგნსაახებზეც დავიმეგობრეთ და ხშირად გვაქვს მიწერ - მოწერაც. მოკლედ რომ ვთქვათ, აღფრთოვანებულებმა დატოვეს რესტორანი და დავთქვით შეხვედრა მეორე დღეს. მეორე დღე გათენდა და ჩვენ ახლად შეძენილ უცხოელ მეგობერებს გვინდა პატივი ვცეთ და ჩემმა მეგობარმა თავის სახლში გაშალა სუფრა, ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ჩვენ სტუმრებს ვერ დავუკავშირდით, ვიფიქრეთ, ალბათ დაღლილები არიან და თავი მოგვარიდეს-თქო. საღამოს ჩვენმა სტუმარმა ენრიკემ დარეკა : მეგობრებო, ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერ გიპასუხეთ, მაგრამ საპატიო მიზეზიც გვაქვსო. გუშინ რესტორნიდან წამოსულებს კიდევ ერთი სამეგობრო (იქვე რესტორანში ქეიფოდნენ ისინიც ყანწებით სვამდნენ სამშობლოს, დედის, დედ-მამიშვილების, უფლის, სტუმრების სადღეგრძელოებს ) მოგვესიყვარულნენ, გამოგვაცილეს სახლამდე, ჩვენც გადავწყვიტეთ სახლში შემოგვეპატიჟებინა ჩაიზე და დესერტზე, მაგრამ დესერტს კიდევ კონიაკი დავაყოლეთო. მერე უეცრად იშიშვლეს იარაღები და რაც კი გვებადა ყველაფერი წაგვართვეს, ახლა გამოვედით პოლიციიდანო! ამ ამბის მოსმენაზე გულში ამ ფრაზამ გამიერა: "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ! "
0