მინსკში არჩევნებით უკმაყოფილო მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს!

0
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, ქალაქში დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა შევიდა.
მინსკში პოლიციამ გადაკეტა სამთავრობო შენობებთან მისასვლელი ყველა გზა.
ბელარუსის ისტორიაში, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. (16:00 საათზე 73, 4%-ს შეადგენდა, 18:00 საათზე კი 79%-ს). სამთავრობო შენობებთან გაიყვანეს მავთულხლართები და შეიარაღებული პირები დააყენეს.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობამ დაიწყო გამოსვლები და ქალაქის ცენტრისაკენ სვლა.
მინსკში დაბანაკებულმა სპეცრაზმელებმა მიიღეს ბრძანება, რომ აღკვეთონ ქალაქში უკანონობა.
დაიწყო შეტაკებები, გაუშვეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.
ქალაქში ამ დრომდე მატულობს მომიტინგეთა რიცხვი.
#news
#ახალიამბები
#ახალი_ამბები
#საპროტესტოაქცია
#საპროტესტო
#ამბები
#world_news
#საინტერესო
#საინტერესოფაქტები
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ფაქტები
წყარო: world military
0