აფხაზეთში ტყის ხეობა იწვის. ამ დროისთვის ხანძარი დაფიქსირებულია შესაძლო შვიდი რაიონიდან ოთხში.
"გალის რაიონის სოფელ ხუმჩურში თხილის ხეები დაიწვა, სოფელ აჩიგვარაში კი ტყის ბუჩქები. ცეცხლი ტყის მთელ ფერდობზე ფართოდაა გავრცელებული, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ მეხანძრეებმა მისი შეჩერება მაინც მოახერხეს.
ასევე, გაგრის რაიონის სოფელ ცანდრიფში დაახლოებით სამი ჰექტარი ტყის ბუჩქები იწვის. მსგავსი სიტუაციაა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუბსა, ლაბრაში და თავად ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზეც”, - აცხადებს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე, სატბი გინდია.
რაც შეეხება სოხუმის რაიონის სოფელ ეშერის ტყეში გაჩენილ ხანძარს, ცნობილია, რომ ხანძარი დაახლოებით ორი კილომეტრის რადიუსში გავრცელდა. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა სოხუმის ფუნიკულიორის გვერდითაც, რომელიც მალევე აღმოფხვრილ იქნა ქალაქის სახანძრო ბრიგადის მიერ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლება მასობრივ ხანძარს უკვე მეორედ ებრძვის. მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა 2019 წლის ნოემბერშიც, როდესაც აფხაზეთში ხანძრისგან 11 ჰექტარი(ჰა) ტყის მასივი განადგურდა. მაშინ ცეცხლი 150-200 ჰა მონაკვეთს მოედო, რისი გადარჩენაც აფხაზებმა რუსეთის მთავრობის დახმარებით შეძლეს.
#აფხაზეთი
#საქართველო
#სოხუმი
#გაგრა
#ოჩამჩირე
#ტყე
#მასივი
#ცეცხლი
#ხანძარი
#რუსეთი
#რუსეთისმთავრობა
#sokhumidaily