ცოლის დაჭრაში ბრალდებულ პირს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა.

0
ხაშურში ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული პირის საქმე, დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. ცნობილია, რომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ბრალდების მხარემ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლე ლევან დარბაიძემ დააკმაყოფილა და ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა დამნაშავე, მომხდარი ფაქტიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. შშს-ს ცნობით 27 წლის კაცმა, 25 წლის ყოფილ ცოლს, დანით ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა.
#news
#gori
0