0
ახალი კორონავირუსი (COVID-19) გაციების მსგავსი დაავადებაა. ის ვლინდება სურდოს, სიცხის, ყელის ტკივილის, ხველების და სუნთქვის უკმარისობის ფორმით. ❗️რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან: ☑️ ხანდაზმულები; ☑️ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ❗️ახალი კორონავირუსის შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. ❗️დაავადება იშვიათ შემთხვევაში, 2, 3%-ში - ისიც მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში შეიძლება დასრულდეს ლეტალურად. ❗️ახალი კორონავირუსით დაინფიცირება იმაზე რთულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ❗️გადაცემის გზები: ვირუსი გადადის ინფიცირებულთან ახლო ფიზიკური კონტაქტის შედეგად, ჰაერწვეთოვანი გზით (ხველება, ცემინება, ნერწყვი და ა.შ.). ❗️უსაფრთხოების ზომები: ☑️ მოერიდეთ ახლო, უშუალო კონტაქტს ინფიცირებულ ან გაციების სიმპტომების მქონე ადამიანებთან (ან ნივთებთან, რომლებსაც ისინი იყენებდნენ); ☑️ ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცვლელი სადეზინფექციო საშუალებები; ☑️ დაცემინების ან დახველებისას, ცხვირი და პირი დაიფარეთ მოხრილი იდაყვის შიდა მხრით ან ხელსახოცით; ☑️ მოერიდეთ ცხვირის, თვალის და პირის ხელით ხშირ შეხებას; ☑️ დროულად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრს გაქვთ სიცხე, ხველება ან სუნთქვის სირთულეები.
0