6 votes
0 comments
0 shares
Save
43 views
Mari Kurasbediani
Tbilisi · 4 months ago
#ბოტანიკურიბაღი #tree #nature
Mari Kurasbediani
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Qeti Metreveli
Tbilisi · 7 months ago
არტობა გადავიღე წერეთელზე, სკვერში ვიჯექი ჩემთვის შესვენებაზე და ჩემს პირდაპირ შევამჩნიე ხეზე გამოსახული სახე 🤣🤣😊😊 მგონი ცოტა მოწყენილია 😞 #art #tree #face #photography 📷📸 #photo Tsereteli Homestay
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
თბილისის ბოტანიკურ ბაღს მრავალწლიანი ისტორია აქვს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დღევანდელის ადგილას, სამი მცირე ზომის ბაღი იყო გაშენებული, რომელიც სამეფო კარს ეკუთვნოდა. საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის მეუღლე მათ თავად უვლიდა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ, ბაღი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, 1845 წელს კი გრაფ ვორონცოვის ბრძანებით, "თბილისის ბოტანიკური ბაღი" ეწოდა. ბაღი დროთა განმავლობაში გაფართოვდა. დღეს მისი ფართობი 128 ჰექტარს შეადგენს. ბოტანიკური ბაღი თბილისის ერთ-ერთი ლამაზ და მიმზიდველ ადგილად ითვლება. მრავალფეროვანი მოყვავილე ბაღები, ხეივნები, ბილიკები, დუმფარებიანი აუზები, ეგზოტიკური მცენარეები, ჩანჩქერი და ლამაზი, პატარა ხიდები კარგ ატმოსფეროს ქმნის. ბაღი, არამარტო დასვენებისა და განტვირთვისთვის არამედ ექსტრემალური და მეცინიერებით დაინტერსებული ადამინებისთვისაცაა განკუთვნილი. ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაა შესაძლებელი. ასევე ბაღის ტერიტორიაზე არის საცოცი კლდეც, რომელიც აქტიური სპორტის მოყვარულთათვის განტვირთვის საკმაოდ კარგ საშუალებას წარმოადგენს.#თბილისი #ბოტანიკურიბაღი #ლოკაცია #ტურიზმი #გართობა #დასვენება #tbilisidaily #goodplaces
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება
დღეს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბოტანიკური ბაღის დირექტორ თამაზ დარჩიძესა და ბოტანიკური ბაღების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად მიიღო. „ახალი ბოტანიკური ცენტრი ხელს შეუწყობს ბაღის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გაძლიერებას, კოლექციებისათვის საინტერესო სახეობების გამრავლებას და იმ მისიის შესრულების უზრუნველყოფას, რაც გააჩნია ბოტანიკურ ბაღს ქვეყნის და მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვის წინაშე“, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ. ახალი ბოტანიკური ცენტრი ლაბორატორიულ და ადმინისტრაციულ ფუნქციებს გააერთიანებს. როგორც ცნობილია, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „აგაჰ გრუპი“ შეასრულებს. პროექტი 2021 წელს დასრულდება და მასზე 2.7 მილიონი ლარი დაიხარჯება.#ბოტანიკურიბაღი #ახალიცენტრი #კახაკალაძე #tbilisidaily
Ana Ana
Tbilisi · 1 month ago
შარშან პაწაწა იყო
🤩#tree #forest
Kato Malania
Tbilisi · 2 months ago
Photo editing
🌟 #photoediting #sunnyday #sunny #garden #frappe #chocolate #lucapolare #ice #littleprince #love #water #green #tree #goodplaces #art #photo Tbilisi
კონემიკა საგანმანათლებლო
Sartichala · 2 months ago
ვარსკვლავების რაოდენობა ჩვენს გალაქტიკაში ხეების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია
🌌 სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე მეტი ხეა, ვიდრე ცაზე ვარსკვლავი. ახლა პლანეტაზე დაახლოებით 3 ტრილიონზე მეტი ხეა, მაშინ, როდესაც ვარსკვლავების რაოდენობა 400 მილიარდია #stars #tree #galaxy
Zugdidi Daily
Zugdidi · 1 month ago
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორია.
ბოტანიკური ბაღი 180 წლის ისტორიას ინახავს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 26 ჰექტარს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დაარსების დროდ ითვლება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი. ის გაშენდა, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. ისტორიული ცნობების თანახმად, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როცა მის განაშენიანებაზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს. საჭირო თესლი და ხეების ნერგები საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს, დეკორატორად კი მოიწვიეს იტალიელი მებაღე ჟიზეფ ბაბინი. მან ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი — დაგეგმა ფრანგულ, სიმეტრიულ სტილში. სწორედ მან შექმნა დღემდე შემორჩენილი ხელოვნური ტბა, პატარა კუნძულით. ბოტანიკურმა ბაღმა დღევანდელი სახე უამრავი ცვლილებების შემდეგ მიიღო, მათ შორის მოიაზრება სტიქიური მოვლენებიც. სამეგრელოში ოსმალთა შემოჭრისას, ბაღი სრულად განადგურდა და დაიწვა. მისი აღდგენა ეკატერინე ჭავჭავაძემ იტალიიდან მოწვეული მებაღე-დეკორატორების, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტების დახმარებით, 1869 წელს შეძლო. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ბაღში მცენარეთა ახალი ჯიშების შემოტანა შეწყდა, თუმცა მოვლილი იყო, რაზეც ეკატერინეს ვაჟი ნიკო დადიანი ზრუნავდა. მოგვიანებით, საქართველოს გასაბჭოების წლებში, ბაღს განსაკუთრებით გაუჭირდა. ის ხელიდან ხელში გადადიოდა. ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, ამ თანამდებობაზე მუშაობის 30-წლიანი სტაჟის მქონე რუსლან ლატარია, ამბობს, 1970-დან 1991 წლამდე ბოტანიკური ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის მფლობელობაში იყო, მოვლა-პატრონობა მთელი ამ ხნისმანძილზე გრძელდებოდა და არ შეწყვეტილაო, 1992 წლიდან კი - მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ომი დაიწყო - ბოტანიკური ბაღის გამდიდრება მცენარეებით შეწყდა და თანამშრომლები მხოლოდ მის დაცვაზე ზრუნავდნენ. 2020 წელს, ბაღში გატარებულმა ცვლილებებმა სრულად შეცვალა მისი იერსახე. დღეს იმდენად განსხვავებულადაა წარმოდგენილი ბოტანიკური ბაღი, რომ მას ძველი თანამშრომლები ვეღარ ცნობენ. თუმცა ბაღში არსებული ასლოწავნი ხეები და ისეთი ჯიშის მცენარეები, რომლებიც იშვიათია, მაინც იპყრობენ ტურისტების ყურადღებას. #ზუგდიდი #სამეგრელო #ბოტანიკურიბაღი #ისტორია #დადიანებ #ცვლილებები #zugdididaily
Zugdidi Daily
Zugdidi · 1 week ago
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ახალი ბინადარი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით ფარშევანგს შვილი შეეძინა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ახალი ბინადარი ჰყავს. ფრინველი რამდენიმე კვერცხზე იჯდა, თუმცა ჯერჯერობით ერთი გამოიჩეკა. 2019 წელს თბილისის ზოოპარკმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს 4 ფარშევანგი აჩუქა.ახლა კი პატარა ნამლევის გამოჩეკვის შემდეგ, ბოტანიკურ ბაღში 5 ბინადარი ბინადრობს. ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : „მაისში დაიწყო კვერცხების დადება. შემდეგ კრუხობის პერიოდი ჰქონდა და ჯერ ერთი გამოიჩეკა, ვნახოთ შესაძლებელია, კიდევ ეყოლოს.“ #ზუგდიდი #ბოტანიკურიბაღი #ახალიბინადარი #ფარშევანგი #ნამლევი #zugdididaily
Sokhumi Daily
Sokhumi · 4 weeks ago
რა ხდება სოხუმის ბოტანიკურ ბაღში
სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში, მრავალი სუბტროპიკული მცენარე ყვავის, თუმცა მისი სილამაზე აღარავის აოცებს, რადგან დახურული "საზღვრის" გამო აფხაზეთში ტურისტები არ არიან. წელს, სოხუმის ბოტანიკური ბაღი აღნიშნავს 180 წლის იუბილეს. პარკი ფარმაცევტ ვლადისლავ ბაგრინოვსკის მიერ XIX საუკუნის 40-იან წლებში დაარსდა. დღეს ბაღის სადემონსტრაციო ნაწილი ხუთ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს შეადგენს. ამ დროისთვის, სოხუმის ბოტანიკური ბაღის კოლექციაში, მსოფლიოს მასშტაბით ხუთი ათასზე მეტი მცენარეა.#ბოტანიკურიბაღი #ბუნება #აფხაზეთი #სოხუმი #sokhumidaily
+9
Zugdidi Daily
Zugdidi · 4 days ago
ღია ბიბლიოთეკა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში “ღია ბიბლიოთეკა” გაიხსნა. ღია სივრცეში ბიბლიოთეკის გახსნის იდეა გულისხმობს იმას, რომ ზუგდიდის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ 1 თვით გადმოინაცვლოს ბოტანიკურ ბაღში და ღია სივრციდან მოემსახუროს მკითხველს. პროექტის ხელმძღვანელი სალომე გუგუშვი ამბობს, რომ ახალგაზრდებს არამხოლოდ წიგნების გამოტანა, არამედ სხვადასხცა სახალისო და შემეცნებით აქტივობებში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. პროექტი ხორციელდება საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანების მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. #ზუგდიდი #ბოტანიკურიბაღი #ღიაბიბლიოთეკა #პროექტი #მერია #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com