0
დღეს მეტროში მოხუცი ქალი დამიჯდა გვერდით ... სიბერის სურნელი ჰქონდა... ბებიაჩემი გამახსენდა... იცით როგორი სურნელი აქვთ მოხუცებს? ოდესმე მიგიქცევიათ ყურადღება? განვლილი წლების სურნელი აქვთ... თითქოს სკივრები არიან, რომელებიც სავსეა მოგონებებით და თუ მტვერს მოაშორებ, სარდაფიდან გამოიტან და გახსნი ამ სურნელს იგრძნობ... ზოგს შედარებით მძაფრად, ზოგს- ისე რა, ზოგს კი სამწუხაროდ საერთოდ ვერ იგრძნობთ, რადგან ისინი მხოლოდ არსებობდნენ, მათ არ უცხოვრიათ... და უცებ წამის მეათასედში გავიფიქრე, ნეტავ მე როგორი სურნელი მექნება, როცა დავბერდები?! იქნებ დროა რაღაცები შევცვალოთ, იქნებ დროა ბევრი მოგონების სურნელი დავაგროვოთ, იქნებ დროა მეტი ვიცხოვროთ?!... ?‍♀️
0