კორონავირუსზე ტესტი დღეს 9 პირს ჩაუტარდება

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 8 მარტს დილით კორონავირუსზე ტესტირება 9 პაციენტს ჩაუტარდება და მათი სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 39 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან 23-ზე ვირუსზე ტესტირების შემდეგ უარყოფითი პასუხი მიიღეს. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, ეზუგბაიას თქმით, ვირუსით ინფიცირებული პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. კორონოვარუსის ინფექციით შეყვანილი მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. დანარჩენ პაციენტებთან კი დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე. 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა. ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
coronavirus
0