"თავშესაფარი ავტოფარეხში"

0
მიხეილ გუკასიანი ახალგაზრდა ბორჯომელია. ის წლებია "ტელეკომპანია ბორჯომში" ოპერატორად მუშაობს. გარდა ამისა, იტაცებს ფოტოგრაფია, მონტაჟი და ვიდეო გადაღება. ამჯერად მიხეილმა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გაიმარჯვა. მობილური ტელეფონით გადაღებულმა ვიდეომ "თავშესაფარი ავტოფარეხში" ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა. საკონკურსო ვიდეოც ბორჯომში გაიდაიღო. ნამუშევარში მოთხრობილია, მარტოხელა კაცზე, რომელიც ბორჯომში ბინადარ ფრინველებსა და ცხოველებზე ყოველდღიურად ზრუნავს. მას საკუთარ ავტოფარეხში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი აქვს გაკეთებული. გარდა ამისა, იგი სახლში ათობით ოთხფეხა ცხოველთან ერთად ცხოვრობს. მიხეილის მიერ გადაღებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში ხმათა უმრავლესობით - 1600-ზე მეტი მოწონებით ერთპიროვნული გამარჯვება დაიმსახურა. ასევე, Facebook მომხმარებლების ხმათა უმრავლესობით, გამოვლინდა კიდევ ორი გამარჯვებული: ანუკა გუგუტიშვილი და ქრისტინე გურგენიძე. შესაბამისად, მიღებულ ხმათა რაოდენობით, გამარჯვებულები საპრიზო ადგილების მიხედვით ასე გადანაწილდნენ: 1. მიშა გუკასიანი - "თავშესაფარი ავტოფარეხში" (1600 მოწონება) 2. ანუკა გუგუტიშვილი - "დაბინძურება და გულგრილობა" (736 მოწონება) 3. ქრისტინე გურგენიძე - აქტივისტი, რომელიც ძაღლებს უვლის (338 მოწონება)
#news
#youth
#borjomi
Borjomi
0