სადეზინფექციო სამუშაოები ავტობუსებში

0
საქართველოში კორონავირუსის რიგით უკვე მე-14 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები დღეში ორჯერ მიმდინარეობს, რაც თავის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და სხვადასხვა ვირუსებისგან დაცვას უზრუნველყოფს. ამავდროულად, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, დროის გარკვეულ პერიოდში მუნიციპალურ ტრანსპორტში დავაადებასთან დაკავშირებული საინფორმაციო პლაკატები გაეკვრება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევათაგანია. ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულია 107, 000-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის სრულიად გამოჯანმრთელდა 60, 000-ზე მეტი, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა კი 3, 700-მდე ადამიანს შეადგენს.
#ბათუმი
#მუნიციპალური
#ტრანსპორტი
#კორონავირუსი
#კორონა
#დეზინფექცია
#ბათუმიდეილი
#batumidaily
0