Sokhumi Daily-ის ბლოგერი დაიჭირეს

0
დღეს
Sokhumi Daily
-ის სახელით Feedc-ზე აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან, ლაივის გაშვებას ვაპირებდით. ინფორმაციისთვის, სწორედ გალში ცხოვრობს ამ დროისთვის ყველაზე მეტი ქართველი. თუმცა, ეს უკანასკნელი ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ზემოთაღნიშნული უნდა განეხორციელებინა, დაიჭირეს. არა იმიტომ რომ ჩვენი ბლოგერია (უბრალოდ ინფო არ აქვთ ამის შესახებ), არამედ იმიტომ რომ ქართველია(!!!). ქუჩაში თავისთვის მიმავალი ადამიანი დაიჭირეს და ახლა რამოდენიმე დღის ციხეში გატარება მოუწევს. მსგავსი შემთხვევები კი ჩემი ინფორმაციით სისტემატიურად ხდება. Sokhumi Daily -ის შექმნის მთავარი იდეა სწორედ იმ ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში აფხაზეთთან მიმართებაში დღემდე არსებობს. დარწმუნებული ვარ მსგავსი შემთხვევების შესახებ ბევრს არც კი სმენია. ამავდროულად, პირადად ჩემი დიდი სურვილია რომ ჩანგრეული ხიდები ჩვენსა და აფხაზ ხალხს შორის რაც შეიძლება მალე აღდგეს. პ.ს. მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ უახლოეს მომავალში შეიცვლება!
Sokhumi
#sokhumi
#სოხუმი
#georgia
#საქართველო
#ბლოგერი
#ციხე
#sokhumidaily
0