შუქნიშნებისა და მოძრაობის პრობლემა მარნეულში

0
6 - 7 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრს გარკვეული დროის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთადერთი საგზაო შუქნიშანი არ მუშაობდა. მიუხედავად ამ ფაქტისა გზებზე არც ერთი პოლიციელი არ აკონტროლებდა მოძრაობას. მარნეულის მუნიციპალიტეტის მთავარ ბაზართან ახლოს ყოველთვის ხალხმრავლობაა და საავტომობილო მოძრაობაც გადატვირთულია, რაც საფრთხეს ზრდის. საინტერესოა ავარიის შემთხვევაში ვინ უნდა იცნოს დამნაშავედ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შუქნიშანთან მდებარე ვიდეოკამერების მუშაობის საკითხი, რადგან ამ საკითხზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციის მოპოვება არის შეუძლებელი. Marneuli.gov.ge ამ თემაზე ინფორმაციას არ აქვეყნებს და როგორც ჩანს, არავინ მიმართავს მას ამ პრობლემის შესახებ.
#Marneuli
#opinion
0