კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა

0
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია დაინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51. კორონავირუსით დაავადებული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა მას იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი, მეორე მათგანს კი კონტაქტი ჰქონდა მეოთხე დაინფიცირებულ პირთან. 15 დაიფიცირებული პაციენტინდან 14 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი წევს. ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან 2-თან დადასტურდა კორონავირუსი, 1-ის კვლევა ჯერჯერობით ისევ გრძელდება. ვისაც უარყოფითი პასუხი დაუდგინდა, საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ.
#კორონავირუსი
#დაინფიირება
#საქართველო
#იტალია
#ესპანეთი
#tbilisidaily
0